სიახლეები
სიახლეები

ეს ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება - როდის იწყება სირთულეები და რას გვაფრთხილებენ ასტროლოგები?
27-01-2021
-
+


28 იანვარს არის სავსე მთვარეობა, ანუ ლომი-მერწყულის ღერძზე მზისა და მთვარის დაპირისპირება, რაც ძაბავს საერთო სიტუაციას. ჯანმრთელობას, ურთიერთობებს მიაქციეთ ყურადღება. ზედმეტად დიდი ენერგია მოდის სამყაროდან, ამიტომ ადამიანთა უმრავლესობა ხდება ეგზატირებული, სულსწრაფი, გაღიზიანებული. უნდა ეს ენერგია გადმოანთხიოს ზოგჯერ აგრესიით, კონფლიქტით. გამოვუშვათ ეს ენერგია ურთიერთსიყვარულში, შემოქმედებაში და არა აგრესიულ და კომფლიქტურ სიტუაციებში.

28-მდე უნდა მოასწროთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების, მოლაპარაკებების, ახალი იდეების რეალიზაცია და სხვა. 

იდეებთან დაკავშირებით, ჩვენ გვქვს ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, კვირას, 31 იანვარს, გონების, ინტელექტის, კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური ხდება უკუმავალი, რეტროგრადული 21 თებერვლამდე, რაც ნიშნავს იმას, რომ მერკური გვაბრუნებს ძველ საქმეებთან. ძველი იდეა, რომელიც ვერ განახორციელეთ, ახლა გამოსწორების საშუალებას გაძლევთ. 

შემდეგი კვირიდან 21 თებერვლამდე ახალ საქმეს ხელი არ მოკიდოთ, პრობლემები გექნებათ ყველაფერში. 

გეომაგნიტური დღეებია: ხუთშაბათი, შაბათი და კვირა. ნეგატიური გეომაგნიტური ენერგიები ქმნიან პრობლემებს გულსისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებით, რაც განსაკუთრებით სუსტდება ხუთშაბათს და პარასკევს.არტერიულ წნევას აუცილებლად სჭირდება ყურადღება ამ დღეებში და თუ საჭირო იქნება გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა და დაისვენეთ. 

საერთო ჯამში, 28 იანვრამდე კარგია პერიოდია, შემდგ იწყება სირთულეები - ეს ყველა ზოდიაქოს ნიშანს ეხება. 

უფრო დეტალურად ასტროლოგიური პროგნოზი ყველა ნიშნისთვის ასეთია: 

ვერძი - 28იანვრამდე აქტიური, ენერგიული ხართ, ყველაფერი გამოგდით, ახლა საჭიროა მოლაპარაკებები და მნიშვნელოვანი შეხვედრები. 28-დან მეტი ყურადღებაა საჭირო, ენთუზიაზმი გემატებათ და ეს ენთუზიაზმი გადადის სულსწრაფობასა და უკიდურესობაში.

კურო - ძალიან კარგი პერიოდია, აქტიური, ენერგიული ხართ, გიყვართ კომფორტი, მოიწყობთ კიდეც ამ კომფორტს, ინტერიერსაც შეცვლით, მაგრამ 28 რიცხვიდან კიდევ უფრო მეტი სიფრთხილე გმართებთ, აუცილებელია ყურადღება ჯანმრთელობის და კარიერის მხრივ, ენერგოტონუსი იწყებს შემცირებას.

ტყუპები - კარგია პირველი ნახევარი, აქტიური კონტაქტები, შეხვედრები, მოლაპარაკებები, იდეების რეალიზაცია - ყველაფერი გამოგდით, მაგრამ როგორც კი 28 რიცხვი დადგება, მიხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ახლა კარგად გამოგდით, იქნება დაკავშირებული სირთულეებთან და მეტი ყურადღება, მოთმინება გმართებთ, რადგან იგივე საკითხი 28 რიცხვის შემდგომ მარტივად გადაწყვიტოთ.

კირჩხიბი - ახლა არის კარგი პერიოდი, შანსები, პერსპექტივები ყველა დონეზე  გაქვს, მათ შორის საოჯახო ურთიერთობების გაუმჯობესებაში. მაგრამ 28-დან ენერგოტონუსი ნელ-ნელა ეცემა, განწყობა იცვლება, ამიტომ ყურადღება უნდა მიაქციოთ იმუნიტეტის კლებას. არ გაცივდეთ, ზედმეტად არ გადაიღალოთ, 28 რიცხვიდან შეამცირეთ თქვენი აქტივობა და უფრო მეტად დაისვენეთ.

ლომი - ეს დღეები ძალიან კარგია. შეიძლება ძველი ვალები გაისტუმროთ. ქარიზმა მაღალია, კონტაქტებისთვის კარგი პერიოდია, მიუხედავად იმისა, რომ ტონუსი მაღალია, აქტიური, ენერგიული, კონტაქტური, კარგი ორგანიზატორი ხართ და ეს ყველაფერი გრძელდება 28-ის მერეც, შეიძლება პრობლემა შეიქმნას - განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ახალ იდეებს, ახალ წინადადებებს, რომლებსაც მიიღებთ, უცაბედი აღფრთოვანება ამ იდეების მიმართ, შეიძლება გახდეს სერიოზული შეცდომის ტოლფასი, ვერ ნახოთ რა იმალება ამ წინადადების უკან. ეს კონფლიქტების საწინდარი შეიძლება გახდეს. 

ქალწული - თქვენ ყველაზე წარმატებული და სტაბილური ხართ ამ კვირის განმავლობაში. ეს პერიოდი  კარიერული წინსვლის კუთხით არის გამორჩეული, შეიძლება დამოუკიდებლობას მეტად მიაღწიოთ, ძველი ურთიერთობებიც გააუმჯობესოთ, ბიზნეს საქმიანობაში წარმატების შანსიც მაღალია. ყველა დონეზე მოწინავე და სტაბილური ხართ, ყველა ნიშნისგან განსხვავებით, სტაბილურად გაივლით ამ პერიოდს. თუმცა 28 იანვარს მაინც ფრთხილად იყავით. 

სასწორი - პარადოქსული პერიოდი გაქვთ. ენერგოტონუსი მატულობს, აქტიური, ენერგიული, კონტაქტური ხართ, შეიძლება საინტერესო ინფორმაციას მიაგნოთ ინტერნეტის მეშვეობით, რაც შემდეგ დიდ წარმატებას მოგიტანთ, მაგრამ 28 რიცხვიდან უნდა იყოთ ფრთხილად, შეიძლება უცებ გაცივდეთ, დაგეწყოთ ნერვოზული, სტრესული სიტუაცია, ადვილად გაღიზიანდეთ, ემოციური გაღიზიანება შეიძლება გახდეს როგორც სახლში, ასევე სამსახურშიც ურთიერთობების დაძაბვის საბაბი.

მორიელი - ძალიან აქტიური ხართ ამ კვირის პირველ ნახევარში, შეიძლება დიზაინი შეცვალოთ სახლში, მოიწყოთ ინტერიერი და იყოთ კომფორტულად, მაგრამ მეორე ნახევარში ილუზიებში ვარდებით, ამის გამო შეიძლება შეცდომები დაუშვათ, მეტი ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩნოთ ახლობლებთანაც, რომ არ დაგეძაბოთ ურთიერთობა.

მშვილდოსანი - პირველი ნახევარი ძალიან კარგი გაქვთ, შეიძლება საინტერესო იდეები განახორციელოთ, საკუთარ თავსაც შველით და სხვასაც, ამიტომ ამ პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ თქვენს იმედზე იქნება ყველა, ხდებით უფრო პოპულარული, წარმატებული, მატერიალური მდგომარეობა შეიძლება გააუმჯობესოთ, ფინანსური საკითხები გადაწყვიტოთ კარგად, მაგრამ 28 რიცხვიდან უფრო მეტი სირთულეები გექნებათ და ეს სირთულეები ძირითადად უკავშირდება ახლობლებს. შეიძლება მათ თქვენი დახმარება დასჭირდეთ. 

თხის რქა - მნიშვნელოვანია პირველ ნახევარში გადაიტანოთ განსაკუთრებული ყურადღება, კარიერული წინსვლისა და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში თქვენი შეუპოვრობით წარმატების შანი გაქვთ. თქვენი შრომით ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწევთ, ამიტომ უნდა იაქტიუროთ ახალი პროექტების, ახალი ხელშეკრულებების, მატერიალური გაუმჯობესების კუთხით, კვირის მეორე ნახევარში კი შეიძლება ფინანსურმა სირთულეებმა იჩინოს თავი, არასწორად გადაანაწილოთ დროც და ენერგიაც, მეტად დაისვენეთ და მიაქციეთ ყურადღება გარემოს, რა ხდება თქვენს ირგვლივ და ზურგს უკან.

მერწყული - თქვენი დროა ახლა, მზე, გამარჯვების და გონების მმართველი პლანეტა მერწყულშია, ამიტომ შანსები წარმატების ყველაზე დიდი გაქვთ, ენერგოტონუსი მაღალია და ყოველ დღე მაღლდება. 28 რიცხვიდან უსისტემო მუშაობა მოიმატებს და ამიტომ ამ პერიოდში ნუ იჩქარებთ. 

თევზები - პირველი ნახევარი აქტიური უნდა გქონდეთ, საინტერესო იდეებით მიმართოთ ხელმძღვანელობას და შეიძლება ეს იდეები განახორციელოთ კიდეც, იპოვოთ სპონსორებიც და მიაღწიოთ წარმატებას, მაგრამ მეორე ნახევარი რთულია, იგრძნოთ რომ ზოგი ადამიანი ზღუდავს თქვენს შესაძლებლობებს, თავისუფლებას და ეს გაღიზიანებთ. ფსიქოემოციური არასტაბილურობა იჩენს თავს და ორგანიზმის იმუნიტეტი იკლებს, ამიტომ შეამცირეთ აქტიურობა და მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას.

კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება