სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში ინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს საზოგადოების ინფიცირების ზრდაში - კვლევის შედეგები აშშ-ში
27-01-2021
-
+


აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ ჩატარებულმა კვლევებმა უმნიშვნელო მტკიცებულება აჩვენეს იმისა, რომ სკოლები კოვიდ 19-ის ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს, - ამის შესახებ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა განაცხადა.

„მას შემდეგ, რაც აშშ-ის ზოგიერთ ნაწილში, ისევე როგორც ზოგიერთ ქვეყანაში, სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა, სკოლებში ინფიცირების შემთხვევები ფიქსირდება, თუმცა, ძალიან მცირე მტკიცებულება არსებობს, რომ სკოლებმა საზოგადოებაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს,“ - აცხადებენ აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრში.

ცენტრის მკვლევარები, ამ კონტექსტში, ყურადღებას ამახვილებენ უისკონსინის სოფლის 17 სკოლაში ჩატარებულ ცდებზე, სადაც მოსწავლეები პირბადეებს ატარებენ. მათი ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები სკოლებში 37%-ით ნაკლები იყო ვიდრე ფართო საზოგადოებაში.

კერძოდ, უისკონსინში ჩატარებული კვლევის თანახმად, 2020 წლის 31 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე სკოლების 5 303 მოსწავლესა და თანამშრომლისგან კორონავირუსი 191-ს დაუდასტურდა, საიდანაც სკოლებს მხოლოდ 7 შემთხვევა (3,7%) უკავშირდება და შვიდივე ინფიცირებული მოსწავლეა.

მათ კვლევა პარალელურად სკოლების ირგვლივ საზოგადოებაშიც ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ კოვიდ 19-ზე ჩატარებულმა ტესტების 7% -დან 40% -მა დადებითი შედეგები აჩვენა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მეცნიერები აცხადებენ, რომ კვლევის შედეგები შეიძლება ასე განიმარტოს: სკოლებში, მოსწავლეებსა და თანამშრომლებს შორის კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000-ს მოქალაქეზე 3 453-ია, ფართო საზოგადოებაში კი - 54 466.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება