სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პედაგოგებისა და მშობლების ნაწილი სკოლების გახსნას აპროტესტებს - „არა, საკლასო ოთახებში დაბრუნებას!“
27-01-2021
-
+


1 თებერვლიდან აჭარის რეგიონში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგება - ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკვე გააჟღერა და მაშინვე არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა მასწავლებლებისა და მშობლებისგან. ისინი შიშობენ, რომ ამ პერიოდში ვირუსების გავრცელების საფრთხე დიდია და ამიტომ არ სურთ საკლასო ოთახებში დაბრუნება. „სჯობს, ონლაინ ვიყოთ, ასე მეტად ვართ დაზღვეულები“, „დიდი შეცდომაა ამ გაგანია ზამთარში“, „უსიმპტომო მოსწავლეები და მასწავლებლები...“  - ასე ეხმაურებიან ისინი მთავრობის გადაწყვეტილებას და შიშობენ, რომ ინფიცირების დაბალი მაჩვენებლის შენარჩუნება დიდ სკოლებში საკმაოდ რთული იქნება.

მართალია, მაშინვე დააანონსეს, რომ წერტილოვანი შეზღუდვები კვლავ იმოქმედებს და კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს ადგილობრივი ორგანიზაცია გადაწყვეტს, კონკრეტული კლასი გადავა დისტანციურ სწავლებაზე თუ მთლიანად სკოლა; ასევე გაცემულია რეკომენდაციები, რომელთა შესრულებაც სკოლებს დავალებული აქვთ, თუმცა საფრთხე მაინც არსებობს განსაკუთრებით დიდ სკოლებში და პედაგოგები უკვე იმას ამბობენ, რომ დასვენებებზე მოსწავლეების დისტაცნირება გაუჭირდებათ.

როგორ მოაბამენ თავს სკოლები ამდენხნიანი პაუზის შემდეგ მოსწავლეების უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფას, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა აქვე მნიშვნელოვანია, რომ სკოლას აქვს უფლება, თუ მოთხოვნა იქნება, სწავლების ონლაინ-მოდელი აირჩიოს. სხვათა შორის, ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემაც განაცხადა:

„თუ იქნება  მზაობა და მშობლები დათანხმდებიან, აჭარის სკოლები მუშაობას დისტანციური სწავლების ფორმატში განაგრძობენ. ეს რეგულაცია გაგზავნილი აქვს ყველას სკოლას, ასევე აჭარის განათლების სამინისტროს; მოქნილობა აქვს სკოლებს,  ყველა მხარის ინტერესი იქნება გათვალისწინებული და საჭიროებიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება ჰიბრიდულ მოდელთან მიდგომას, აქაც, ასე ვთქვათ, საკმაოდ ლიბერალურია განათლების სამინისტრო და სკოლას ეძლევა საშუალება, დააორგანიზოს სწავლის პროცესი ისე, რომ დაცული იყოს მოსწავლის  განათლებისა და ჯანმრთელობის უფლება“. საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ აჭარის რეგიონის სკოლები - აღადგენენ სწავლას საკლასო ოთახებში თუ დარჩებიან ონლაინ-რეჟიმში - მალე გავიგებთ.

იქამდე კი გადაავლეთ თვალი, სკოლების გახსნის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მასწავლებლებისა და მშობლების გამოხმაურებებს: 



 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება