სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

განათლების მინისტრის ბრძანების გამოუქვეყნებელი დანართები - სკოლებმა იცოდნენ, რა ფორმატში ისწავლიდნენ 1 თებერვლამდე
25-01-2021
-
+


სკოლების უმრავლესობა რომ მეორე სემესტრს სრულად დისტანციურად დაიწყებდა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოსთვის იცოდა, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არ გამოუქვეყნებია. არადა, 2020-2021 სასწავლო წელს ზოგიერთი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სასწავლო პროცესის განხორციელების შესახებ ბრძანებას, განათლების მინისტრმა ხელი ჯერ კიდევ 2020 წლის 27 ნოემბერს მოაწერა. ბრძანება საჯაროდ გამოქვეყნების გარეშე პირდაპირ სკოლებს გადაეგზავნათ. 

აღნიშნული დოკუმენტი ჩვენ მაშინ ექსკლუზიურად მოვიპოვეთ, თუმცა მას არ ახლდა დანართები, რომელიც კონკრეტული სკოლების სწავლების მოდელს განსაზღვრავდა. ამიტომ etaloni.ge-მ საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა, რომელიც უწყებამ მოგვაწოდა. მიღებული დანართებით ნათელი ხდება, რომ კონკრეტულმა სკოლებმა ჯერ კიდევ პირველი სემესტრის ბოლოს იცოდნენ, რომ დისტანციურად სწავლას თებერვლამდე გააგრძელებდნენ. ასეთი სკოლების რაოდენობა კი 1700-ზე მეტი იყო. არადა 15 იანვარს განათლების სამინისტრომ ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ მეორე სემესტრში სწავლა დისტანციურად მხოლოდ 10 დიდ ქალაქში დაიწყებოდა, ხოლო 1700-მდე სკოლა სწავლას საკლასო ოთახში განახლება, რაც არაზუსტი აღმოჩნდა. 

სინამდვილეში, რომელ სკოლაში სწავლობენ დისტანციურად, ამის ნახვა ქვემოთ მოცემულ ფაილებში შეგიძლიათ:

შიდა ქართლი; ქვემო ქართლი; გურია; იმერეთი; კახეთი; მცხეთა-მთიანეთი; რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი; სამეგრელო - ზემო სვანეთი; სამცხე-ჯავახეთი და ჰიბრიდული მოდელი.

გასული კვირის ბოლოს კი შევიტყვეთ, რომ 1 თებერვლიდან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა თბილისის, ქუთაისისა და რუსთავისა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახში გაგრძელდება. თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის სკოლების გახსნა კი 1 მარტიდან ანის დაგეგმილი. 

განვმეორდებით, რომ ჩვენ მინისტრის გამოუქვეყნებელი ბრძანების დანართები აღნიშნული ოფიციალური ინფორმაციების გამოცხდებამდე გამოვთხოვეთ და თქვენც არ მოგაკელით შესაძლებლობა გაცნობოდით მას. ჯერჯერობით უცნობია რა რეალობა იქნება მარტში და როგორ შეიცვლება სურათი ქართულ საგანმანათლებლო რუკაზე. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

სკოლები

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება