სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლების ნახევარზე მეტი კვლავ დისტანციურად სწავლობს - რეალურად, რა ვითარებაა რეგიონებში და რას ამბობენ სამინისტროში
20-01-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წლის მეორე სემესტრის დაწყების დღიდან ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ესა თუ ის რეგიონი დისტანციურად სწავლობს, მაშინ, როცა განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ონლაინ სწავლება მხოლოდ 10 ქალაქში უნდა ყოფილიყო, დანარჩენ მუნიციპალიტეტებში კი მოსწავლეები სკოლას უბრუნდებოდნენ.

როგორც აღმოჩნდა რეალობა განსხვავებულია და 10 ქალაქის მაგივრად დისტანციური სწავლება 14 ქალაქში მიმდინარეობს, ამასთან გასათვლისწინებელია ის ფაქტორიც, რომ რეგიონებში, სადაც დასწრებითი სწავლებაა, წერტილოვანი შეზღუდვები მოქმედებს და სკოლების ნაწილი იქაც დაკეტილია.

განათლების სამინისტროს განცხადებით, ვინც საკლასო ოთახში დაიწყო, სწავლა ახლაც ასე აგრძელებს და ეს სტატისტიკა არ შეცვლილა. ხოლო იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც სწავლა დისტანციურად დაიწყო და სამინისტროს ამის შესახებ ოფიციალურად არ უთქვამს, ეს უკავშირდება არა უწყების გადაწყვეტილებას, არამედ ეპიდვითარებას და სამინისტრო ვერაფერს გააკეთებს. 

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტრო არ აკონკრეტებს იმ სკოლების რაოდენობას, რომლებმაც დისტანციურად დაიწყეს მეორე სემესტრი, etaloni.ge-მ თავად გამოითვალა, რამდენი სკოლაში დაიწყო სწავლა დისტანციურად და რამდენში დასწრებითად.  

სამინისტროს ინფორმაციით, საკლასო ოთახში სწავლას 1700-მდე სკოლა იწყებდა, თუმცა რეალურად დასწრებითი სწავლება სულ მცირე 472 სკოლით მეტმა და ჯამში, 1228 სკოლამ დაიწყო. დისტანციურ სწავლება კი სულ მცირე 1081 სკოლაში მიმდინარეობს. 

დისტანციურად სწავლა დიდი ქალაქების გარდა, ახმეტაში, ოზურგეთში, ამბროლაურსა და ჭიათურაში განახლდა. 

სწავლის დისტანციურ ფორმატში გადატანას რესურსცენტრის ხელმძღვანელები ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე მიიღეს რეკომენდაცია, რომ სწავლა დისტანციურ ფორმატში განეახლებინათ. მათი თქმით, ონლაინ სწავლება 1 თებერვლამდე გაგრძელდება. 

იხილეთ ასევე:
18 იანვრიდან 1 700-მდე საჯარო სკოლა იხსნება და მასწავლებლები და მოსწავლეები საკლასო ოთახებს უბრუნდებიან 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება