სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ამაყი და ძლიერია თქვენთან ერთად!“- ღვანკითის საჯარო სკოლის 11 მასწავლებელს წამყვანის სტატუსი მიენიჭა
18-01-2021
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის თერთმეტ პედაგოგს: იზა ბუსკივაძეს, ნანა ტყემალაძეს, დარინა ჭანტურიძეს, თამარ ბარბაქაძეს, ცირა მურჯიკნელს, ლია სახელაშვილს, ნუგზარ კობერიძეს, გონერი მოსელიძეს, ელისო ჩიქოვანს, ნინო გოგიაშვილსა და მარინე ბუსკივაძეს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.

„ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის იდეალური სკოლა, უპირველეს ყოვლისა, მოსწავლეთა შედეგებზე ორიენტირებაა. იდეალურია მასწავლებელი, რომლისთვისაც უმთავრესია კეთილგანწყობითი დამოკიდებულება და სიყვარული მოსწავლეებისადმი, რომელიც ზრუნავს, როგორც მოსწავლეთა პიროვნულ, ასევე შემოქმედებითი უნარის ზრდისათვის, იდიალურია- მასწავლებელი, რომელსაც ძალიან უყვარს საგანი, რომელიც მუდამ ეძიებს და იყენებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს, სწორედ ასეთია ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგიური კოლექტივი: მუდამ პოზიტიურნი, მოტივირებულნი, კომუნიკაბელურნი, მიზანდასახულნი.

კიდევ ერთხელ, დიდი სიყვარულით ვულოცავ თითოეულ მათგანს დამსახურებულ წარმატებას, ვუსურვებ ნაყოფიერად გამოეყენებინოთ მიღებული სტატუსი საკუთარ პროფესიულ საქმიანობაში, კიდევ დიდხანს ემსახურონ ღირსეული და სამაგალითო თაობების აღზრდა განვითარების საქმეში, დაე ეს წელი ყოფილიყოს ყველაზე დიდი, წინგადაგმული ნაბიჯი სანუკვარი ოცნებების ახდენის საქმეში! სკოლა ამაყი და ძლიერია თქვენთან ერთად!“,- აღნიშნავს ღვანკითის საჯარო სკოლის დირექტორი ინეზა ზამთარაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება