სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალციხის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშობაო ზღაპრები შექმნეს
15-01-2021
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლაში ახალი წლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში საშობაო ზღაპრები შექმნეს. ნამუშევრების მიხედვით გამოვლინდნენ I, II და III ადგილზე გასული მოსწავლეები.

„ზღაპარი კაცობრიობის ბავშვობის ხანაში გაჩნდა. ზღაპართან ერთად სულში შემოდის ფერადი ფიქრი, ნაზი ოცნება, ამიტომაც, მიუხედავად ასაკსრულობისა, კაცობრიობას მუდმივად უჩნდება სურვილი ბავშვობაში დაბრუნებისა და ამას ახერხებს მეზღაპრეთა წყალობით. სწორედ ჩვენმა ნორჩმა „მეზღაპრეებმა“ ახალი წლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაწერეს ძალიან საინტერესო საშობაო ზღაპრები . მათ კონკურსის პირობების მიხედვით თავისივე შეთხზული ზღაპარი ჩაწერეს ელექტრონულ წიგნში. სპეციალურმა ჟიურმა კი დადგენილი შეფასების კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა I, II და III ადგილზე გასული საკონკურსო ნამუშევრები.

I ადგილზე გავიდა მარიამ ჭაბაშვილი, მე-7 ე კლასის მოსწავლე. მარიამ ჭაბაშვილის საშობაო ზღაპარი -„აყალმაყალი საახალწლო სუფრაზე“ იხილეთ ბმულზე

II ადგილი დაიკავეს ლუკა სამსონიძემ მე- 5 ე კლასის, სალომე ნასყიდაშვილმა მე-7 ა კლასის და თეკლა ზაზაძემ მე-4 დ კლასის მოსწავლეებმა. 

ლუკა სამსონიძის „ საშობაო ზღაპარი“. ვისაც სურვილი აქვს ბოლომდე გაიგოს ამ უცნაური ზღაპრის ფინალი წიგნის ბოლო ფურცელზე გამოსულ ფანჯარაში გაიაროს რეგისტრაცია. იხილეთ ზღაპრის ბმული.

სალომე ნასყიდაშვილის საშობაო ზღაპარი: „დაკარგული შობა ახალი წელი“. იხ. ზღაპრის ბმული.

თეკლა ზაზაძის საშობაო ზღაპარი -„ახალი წლის მოლოდინში“. იხ. ზღაპრის ბმული.

III ადგილი დაიკავეს თამარ გოგიშვილმა მე-7 დ კლასის და ნინი ბარძიმაძემ მე-3 დ კლასის მოსწავლეებმა.

თამარ გოგიშვილის საშობაო ზღაპარი -„გოგონას თავგადასავალი“. იხ. ზღაპრის ბმული.

ნინი ბარძიმაძის საშობაო ზღაპარი -„სანტა და შვლის ნუკრი“. იხ. ზღაპრის ბმული.

გამარჯვებულებს ონლაინ სიგელები გადაეცათ. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოსწავლეებს საინტერესო და ორიგინალური საკონკურსო ნამუშევრების წარდგენისთვის.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება