სიახლეები
ეტალონი

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ ოქროს მედლის კანდიდატია- გოგონა სოფელ ორსანტიიდან, რომელსაც „სკოლის იმედს“ ეძახიან
02-11-2017
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში გამართულ ინტელექტ- ჩემპიონატში „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

გამარჯვებული 76 ქულით ორსანტიის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ლიკა შედანია გახდა. იგი etaloni.ge-ს საკუთარ ემოციებს უზიარებს:

„ეტალონში მონაწილეობის მისაღებად საგანგებოდ არ მოვმზადებულვარ, მაგრამ ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობა ყოველთვის მინდოდა. გამარჯვებას არ ველოდი. ნამდვილად გაოცებული ვიყავი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მთელს „ეტალონს.“- აცხადებს ლიკა შედანია.

როგორც აღმოჩნდა, ლიკა შედანია სკოლაშიც ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ ითვლება. უფრო მეტიც, „ეტალონის“ პედაგოგის, რუსუდან ლაცუზბაიას თქმით, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“, არც მეტი არც ნაკლები, ოქროს მედლის კანდიდატია, რადგან მას ყველა საგანში დამსახურებული 10 ქულა აქვს.

„ლიკა შედანია ძალიან კარგი მოსწავლეა, ყველა საგანს 10 ქულაზე სწავლობს, არის ოქროს მედლის კანდიდატი. სასკოლო ღონისძიებებში ძალიან აქტიური მოსწავლეა. მინდა აღვნიშნო, რომ მთელი საქართველო მოხიბლულია „ეტალონით“. პროექტი მოსწავლეებისთვის ძალიან წამახალისებელი და სტიმულის მომცემია. ნახევარფინალში ჩვენი სკოლიდან ორი მოსწავლე გავიდა.“ - აღნიშნა რუსუდან ლაცუზბაიამ.

გამარჯვებულის სკოლის დირექტორის ელისო ჩიკვატიას თქმით, ორსანტიის სკოლას ლიკა შედანია მართლაც ეიმედება:

„ლიკა შედანია არის ძალიან თავმდაბალი, ნიჭიერი და მიზანდასახული გოგო. მას შეუძლია ემოციების მართვა და ამიტომ კონკურსში საუკეთესოს ტიტული მოიპოვა. ჩვენს სკოლას ლიკა შედანია ძალიან ეიმედება.“- აცხადებს ელისო ჩიკვატია etaloni.ge-თან საუბარისას.

„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის“ გამოსავლენად გამართულ ღონისძიებას ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლებისა და სკოლების წარმომადგენლები, დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ. მათი შეფასებით, „ეტალონი“ საქვეყნო მნიშვნელობის პროექტია, რომელიც მთელს საქართველოში ახალგაზრდების ცოდნის გაუმჯობესებას ემსახურება.

ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახა ფარცვანია:

„ღონისძიება ძალიან საინტერესოდ დაიწყო, ბატონ გოჩასთან ერთად ვეწვიეთ დარჩელის N1 საჯარო სკოლას. „ეტალონის“ შემოქმედებითმა ჯგუფმა შარშანდელი „ეტალონი მოსწავლე“ დააჯილდოვა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ამის შემდეგ პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა ღონისძიება. იყო ძალიან დაძაბული „ორთაბრძოლა“ მონაწილეებს შორის. მიხარია რომ ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, გამოავლინონ წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნა.“

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსი, მაია ჩიტაია:

„ზოგადად „ეტალონი“ არის ძალიან შედეგიანი პროექტი. მადლობა გოჩა ტყეშელაშვილს, რადგან ჩვენი რაიონის ბავშვებს ეძლევათ საშუალება, წარმოაჩინონ თავიანთი დონე და განათლება. არ აქვს მნიშვნელობა სოციალურ მხარეს ან რამე სხვა დეტალს, ვამაყობ, რომ 400 ბავშვიდან შეირჩა 72 და ბოლოს ერთი გამარჯვებული. ლიკა შედანია არის ჭკვიანი და მოწესრიგებული მოსწავლე სოფელ ორსანტიის საჯარო სკოლიდან. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა პროექტის ავტორს. ჩვენი მუნიციპალიტეტი ყოველთვის მხარში დაუდგება „ეტალონს“.

ტრადიციულად, „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის“ გამოვლენამდე, გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად  „ეტალონის“ შარშანდელ გამარჯვებულს ესტუმრა და ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

დარჩელის N1 საჯარო სკოლის დირექტორი, მარინე ცარციძე ამის შესახებ გვესაუბრება:

„აღფრთოვანებულები ვართ „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფისა და გოჩა ტყეშელაშვილის ვიზიტით. ჩვენ რამდენიმეწლიანი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის მონაწილეობდნენ „ეტალონის“ მიერ ჩატარებულ ღონისძიებებში. დარჩელის სკოლას „ეტალონი მოსწავლე“ ადრეც ჰყავდა, ხოლო შარშანდელ შეჯიბრში დავით ყალიჩავამ გაიმარჯვა.“

2016-2017 სასწავლო წლის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ დავით ყალიჩავა:

ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის და „ეტალონის“ გუნდის დარჩელში ვიზიტი ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. გადმომეცა სიმბოლური საჩუქარი და „ეტალონის“ ოქროს ფონდის წევრი გავხდი, ეს ჩემთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა.“

ზუგდიდის გამგებლის პირველი მოადგილის, მამუკა წოწერიას განცხადებით „ეტალონის“ არსებობა საგანმანათლებლო სისტემაში მნიშვნელოვანია, რადგან ინტელექტ-შეჯიბრები მოსწავლეებს ერთგვარ მოტივაციას აძლევს, თავი წარმატებულ ადამიანებად იგრძნონ.

„ტრადიციულად „ეტალონი“ ტარდება მაღალ დონეზე. სასიამოვნოა, რომ ჩვენი სოფლიდან, ორსანტიის სკოლის მოსწავლე გახდა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე.“ ლიკა შედანიამ გამარჯვება კონკურენტუნარიან გარემოში მოიპოვა და ძალიან დიდ მადლობას ვუხდით ამ სიხარულისთვის „ეტალონს“, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. ის ემოციები მართლაც საოცარი იყო, რაც ამ ბავშვმა გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ „ეტალონს“ ერთი გამარჯვებული ჰყავდა, ყველა მონაწილე ძალიან გახარებული იყო. პროექტი, რომელიც საგანმანათლებლო ინოვაციად არის შეფასებული, ამართლებს თავის სტატუსს. ეს უდიდესი სტიმულია მოწაფეებისთვის, საჯარო სისტემაში დასაქმებული ადამიანებისთვის, საგანმანათლებლო სისტემისთვის.“

ზუგდიდის საკრებულოს წევრი სანდრო სორდია: 

„ვესწრებოდი „ეტალონის“ გრანდიოზულ ღონისძიებას, რომელმაც „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ გამოავლინა და მართალი გითხრათ, გაოცებული დავრჩი იმ შედეგებით, რაც ბავშვებმა აჩვენეს. მესამე და მეოთხეადგილოსანი ბავშვების ქულები უტოლდებოდა ''ეტალონის'' ზოგიერთ სხვა ღონისძიებაში გამარჯვებულების ქულებს. „ეტალონი“ არაჩვეულებრივი პროექტია, აქვს ძალიან ბევრი ნიუანსი, რომელიც დადებითად მოქმედებს  მოსწავლეებზე. ინტელექტ-შეჯიბრი ზრდის ჯანსაღ კონკურენციას ბავშვებში. ასევე შთამბეჭდავი იყო ბატონი გოჩას სიტყვები, რომ „სხვისი წარმატებით გულიანად გახარება ნებისმიერს უნდა შეეძლოს.“ პროექტი „ეტალონი“ ნამდვილად  არის ეტალონი პროექტებს შორის.“

ზუგდიდის საკრებულოს წევრი მამუკა ყურაშვილი:

„ეტალონის“ გამოჩენის შემდეგ ყველასთვის შესამჩნევი გახდა, რომ მოსწავლეები ძალიან მოტივირებულები გახდნენ. რა თქმა უნდა, ეს ხელს უწყობს განათლების დონის ამაღლებას მოსწავლეებში, ბავშვები წიგნს დაუბრუნდნენ და შედეგიც სახეზეა. ლიკა შედანია ძალიან ჭკვიანი ბავშვია. მის ოჯახსაც ვესტუმრეთ და მოხიბლულები დავრჩით. მას ძალიან საინტერესო მშობლები ჰყავს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე“ ინტელექტ-შეჯიბრში მონაწილეობას მარტო იღებდა, მას ღონისძიებაზე გულშემატკივარი არ ახლდა, მისი სითამამე და გამბედაობა კიდევ უფრო დასაფასებელია.“

ზუგდიდის საკრებულოს წევრი თამუნა ჯიქია:

„ეტალონი“ ჩვენთვის ყოველთვის იყო მოწინავე და ლიდერი პროექტი საგანმანათლებლო სივრცეში. მახსოვს, როგორ ვგულშემატკივრობდი ბავშვობიდან ამ პროექტს და მასში მონაწილეობის სურვილი მქონდა. ჩემი სკოლის მოსწავლეები ორჯერ გახდნენ პროექტის გამარჯვებულები, ძალიან გვასახელეს. ზუგდიდის გამგეობა და საკრებულო ყოველთვის იქნება „ეტალონის“ გვერდით, რადგან ჩვენ აუცილებლად გვჭირდება განათლებული ერი.“

ზუგდიდის საკრებულოს წევრი კონსტანტინე კაკავა:

„ბატონი გოჩა ტყეშელაშვილისა და „ეტალონის“ შემოქმედებითი ჯგუფის მონაწილეობით, ზუგდიდში ძალიან საინტერესო დღე გაიმართა. დარჩელის სკოლაში „ეტალონის“ შარშანდელ გამარჯვებულს, დავით ყალიჩავას გოჩა ტყეშელაშვილმა სიმბოლური საჩუქარი გადასცა. ნებისმიერი პროექტი, რომელიც განხორციელდება „ეტალონის“ ეგიდით, არის მიმართული განათლების სტიმულირებისთვის, რათა ახალი თაობა მეტად მოტივირებული იყოს და იცოდნენ, რომ საკუთარი შრომით შეეძლებათ იყვნენ წარმატებულნი, დაფასდნენ საზოგადოების მხრიდან.“ 

შეგახსენებთ, რომ ''ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მფლობელი ლიკა შედანია ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. ''ეტალონი" 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს ''ეტალონ მოსწავლეებს''. 

ფოტოების სანახავად მიჰყევით ბმულს


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
„შემიძლია ყველა მოსწავლესა და მშობელს ვუთხრა - საფრთხე არ არსებობს! გადამოწმდა ყველა სკოლა“
13 წლის გოგონას მანქანა დაეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
მასწავლებლების ეროვნულ პრემიასთან დაკავშირებით სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
X კლასის მოსწავლეებმა გააკეთეს საინტერესო პრეზენტაცია, თემაზე - „სხვადასხვა ქვეყნის საფირმო კერძი, რომელიც აუცილებლად უნდა გასინჯო“
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის პედაგოგი მასწავლებელთა კონფერენციაში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა 
აქტივობებში ისინი დიდი ენთუზიაზმით, ხალისითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
გამარჯვებისთვის ერთმანეთს ქედის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება
ღონისძიებას ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა მასპინძლობს
„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატის გაზაფხულის სეზონი აჭარაში გრძელდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ქობულეთის 39 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
საზოგადოება