სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ბათუმში ჩაფიქრებული სურვილი დარჩელში ახდა
01-11-2017
-
+


''ეტალონის'' ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შემოქმედებით ჯგუფთან ერთად  დარჩელის N1 სკოლას ესტუმრა. 

გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის ''ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონ მოსწავლეს'' დავით ყალიჩავას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა. 

ამასთან, დარჩელის სკოლას ''ეტალონის'' ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ ღონისძიებაზე, სადაც გამგეობისა და საკრებულოს წარმომადგენლები, რესურსცენტრის უფროსი, სკოლის დირექტორთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, გოჩა ტყეშელაშვილს გრიგოლ ჭედიას წიგნი "დარჩელის საუკუნოვანი სკოლა 120" გადაეცა საჩუქრად. 

დარჩელის სკოლის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ბათუმში, საზეიმო ფინალზე ''ეტალონის'' წამყვანთან სამახსოვრო ფოტოს გადაღება ვერ მოახერხეს. დღეს კი ეს სურვილი აიხდინეს. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ''ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ეტალონი მოსწავლე'' დავით ყალიჩავა, თავის ძმასთან ერთად ყოველ დღე ოტობაიიდან გადმოდიოდა, რათა დარჩელის N1 სკოლაში ესწავლა. მიუხედავად იმისა, რომ დავითი მამით ობოლია და ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობს, მას სწავლის სურვილი და მოტივაცია არასდროს დაუკარგავს. ამჟამად, დავითს დარჩელში, ჩაის ფაბრიკის შენობაში, ორი ოთახი აქვს გამოყოფილი, რომ სკოლაში ყოველდღე სიარული არ გაუჭირდეს.  

შეხვედრის ბოლოს, ''ეტალონის'' შემოქმედებითი ჯგუფი სუფრის გარეშე არ გაუშვეს. გაშლილ სუფრასთან კი ასეთი ხუმრობაც თქვეს: ისეთი ქათამია, რომელსაც ფაროსანა არა აქვს ნაჭამიო. 
 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება