სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში პროექტის - „ციფრული სკოლა საქართველო“ ფარგლებში საინტერესო აქტივობები ხორციელდება
13-01-2021
-
+


ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში პროექტის - „ციფრული სკოლა საქართველო“ ფარგლებში საინტერესო აქტივობები ხორციელდება.

„2020-2021 სასწავლო წლის I სემესტრიდან ტალინის უნივერსიტეტი ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით და "ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით ამავე პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სკოლებიდან ერთ-ერთი ჩვენი, სსიპ ქალაქ ქუთაისის N36 საჯარო სკოლაა. სკოლაში პროექტის -  „ციფრული სკოლა საქართველო“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება.

თავდაპირველად შეირჩა სკოლის გუნდი, რომელსაც კონსულტაციას უწევს ტრენერი მარეხი ჯელაძე. ტრენინგებზე მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ჯგუფმა სკოლაში ციფრული კულტურის განვითარებისა და ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დამკვიდრების კუთხით მუშაობა დაიწყო. თავდაპირველად, გუნდმა საკუთარი ციფრული სკოლის მზაობა შეაფასა,
განხორციელდა კვლევა, როგორც მოსწავლეებში ასევე სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგების მიერ, რომლის საფუძველზე დაიგეგმა ციფრული სტრატეგია, რათა მოხდეს სკოლაში ინოვაციური სასწავლო პრაქტიკის დანერგვა და განათლების ხარისხის გაუმჯობესება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და განხორციელდა მინი პროექტები: „გაუზიარე წიგნი მეგობარს“, „მოსწავლეთა უფლებები და ვალდებულებები“, ფოკუს ჯგუფებმა ონლაინ რეჟიმში Teams-ის მეშვეობით იმუშავეს მოსწავლეებთან და სხვადასხვა პროგრამების გამოყენებით შექმნეს საგანმანათლებლო თუ სასწავლო ელექტრონული რესურსები. შეიქმნა რესურსების ბანკი სკოლის პედაგოგებისათვის და დაინტერესებული პირებისათვის, რომელიც ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილ ბლოგზეა განთავსებული. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა დღემდე მიმდინარეობს“,- ნათქვამია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ბლოგი

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება