სიახლეები
სკოლები

გაიცანით კაზრეთის N1 სკოლის კურსდამთავრებული - ლიანა ჯაფარიძე, რომელმაც სწავლა ოქსფორდის უნივერსიტეტის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში გააგრძელა
12-01-2021
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის კაზრეთის N1 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია ნიჭიერ და წარმატებულ კურსდამთავრებულს - ლიანა ჯაფარიძეს გვაცნობს. გოგონას ისტორია ზღაპრულია, მან სკოლა წარჩინებით დაამთავრა, შემდეგ ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი გრანტი მოიპოვა, მოგვიანებით კი სწავლა სრული დაფინანსებით ოქსფორდის მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში გააგრძელა. 

ლიანა ჯაფარიძე ძალიან მშრომელი გოგონაა, თუმცა აღნიშნავს, რომ წარმატების მისაღწევად იღბალიც ერთ-ერთი მთავარია. ის ექიმების ოჯახში გაიზარდა, თუმცა მამის რჩევით, სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელა. ახლა კი კმაყოფილია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ლიანა ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია იურიდიულ ფაკულტეტზე და მაგისტრებს კონკურენციის სამართალს ასწავლის.

ლიანა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად დაუზარელად ემზადებოდა. მან ქართული ენისა და ლიტერატურის 100 ქულიან ტესტში 99 ქულა აიღო. გარდა ამისა, კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე „ფლექსის“ ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული იყო ბოლნისის რაიონიდან. მისთვის გაცვლითი პროგრამით ამერიკაში სწავლა და ცხოვრება საინტერესო ცხოვრებისეული გამოცდილება იყო. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ გოგონამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა იურიდიულ ფაკულტეტზე, მესამე კურსზე გადაწყვიტა, რომ მაგისტრატურაზე საზღვარგარეთ ესწავლა. ჩააბარა toefel-ის გამოცდები და ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში მიმართვები გაგზავნა. პირველ ჯერზევე ლიანა 6 უნივერსიტეტში ჩაირიცხა, თუმცა ნაწილობრივი დაფინანსებით,რის გამოც გოგონამ ყველა უნივერსიტეტს უარი უთხრა.

2011 წლის სექტემბრიდან დაიწყო მუშაობა შავი ზღვის უნივერსიტეტში ასისტენტად და პარალელურად, სამაგისტრო პროგრამაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტერდისციპლინურ ფაკულტეტზე საჯარო მმართველობის მიმართულებით სწავლობდა. შემდეგ იყო ოქსფორდი. მან სრული დაფინანსება მოიპოვა და ერთწლიანი სამართლის მაგისტრატურა 2013-2014 სასწავლო წელი დაუფინანსდა.

ოქსფორდის მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ 2014 წელს საქართველოში დაბრუნდა და მომდევნო 3 წელი აქ მოღვაწეობდა. წელიწად-ნახევარი იუსტიციის სამინისტროში იმუშავა. პარალელურად ცდილობდა, სწავლა კვლავ ოქსფორდში გაეგრძელებინა დოქტორანტურზე.

ლიანასთვის პრიორიტეტი საკუთარ სამშობლოში მუშაობაა. მიუხედავად ძალიან დიდი შესაძლებლობისა, იმუშაოს ბრიტანეთში დოქტორანტურის დასრულების შემდეგ, ჰქონდეს მაღალი შემოსავალი და ცხოვრების უკეთესი დონე, საქართველოში დარჩენას ამჯობინებს.

„ჩემი მოტივაცია სამშობლოში მუშაობისა არის ის, რომ ეს არის ჩემი ქვეყანა და არც მინდა, რომ სხვა ქვეყანა მქონდეს. ვინც არ ყოფილა საზღვარგარეთ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ უცხოვრია განსხვავებულ კულტურაში, მათთვის ძნელია წარმოდგენა, თუ რამდენად ძვირფასი და ახლობელია ის გარემო, სადაც იზრდები და ადამიანად ყალიბდები. რამდენად რთული და ფსიქოლოგიურად დამთრგუნველია, როდესაც ახალ გარემოში გადასვლას ცდილობ. ეს არ არის მხოლოდ ენის ფაქტორი, სამეგობროს წრის ფაქტორი. ფაქტობრივად, შეუძლებელია ახალ კულტურაში ინტეგრირება, საკუთარი თვითმყოფადობა რომ არ დაკარგო. მე ასეთი მიდგომა მაქვს, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა გვაქვს, რაც გვაქვს ჩვენია“,-ამბობს ლიანა.

კაზრეთის N1 საჯარო სკოლის წარმატებული კურსდამთავრებული მოსწავლეებს ურჩევს, იოცნებონ, რადგან   ყველაფერი ოცნებიდან იწყება, და არ შეეშინდეთ ოცნებისთვის ბრძოლა და შრომა.

„მოსწავლეებს ვურჩევ, რაც უნდა მოხდეს, არ შეეშვან ოცნებას და იმუშაონ მიზნის მისაღწევად პატარ-პატარა ნაბიჯებით. ამის გაკეთება არ ხდება ერთბაშად და ერთი ამოსუნთქვით, ეს ხდება ყოველდღიური, მცირე მუშაობით. ყოველი დღის ნაბიჯები რომ შეიკრიბება, რასაც ყოველდღიურად გადადგამენ, რამდენიმე წლის მერე ახდენს ხოლმე სწორედ იმ მთავარ სასწაულს. არ არის მიუღწევადი და ამის უნდა სჯეროდეთ. ის, რომ პატარა დაბიდან თუ სოფლიდან არიან, არანაირ წინაღობას არ წარმოადგენს. მთავარია მოტივაცია, მცდელობა და იმის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება მათ ცხოვრებაში და მიუხედავად პატარ-პატარა წარუმატებლობებისა ყველაფერი მათ სასიკეთოდ ხდება“,-აღნიშნავს ლიანა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

საგნის პედაგოგებს, სკოლის დირექციასა და სპეციალისტებს ისგ-ს შემუშავების პრაქტიკულ ასპექტებს გააცნობენ - 11 სექტემბერი რეგისტრაციის ბოლო დღეა

მასწავლებლის სახლმა სკოლები შეარჩია - დეტალები

სასკოლო გარემო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გაკვეთილი

„გამოცდის ჩაბარება გულისხმობს მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის დაგროვებას“ - 8 სექტემბრის ტესტირების შედეგები ცნობილია

„სინკარში გადამბმები რომაა, მანდ გაჩნდა. საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს, არც ბათქაში დაეყრებათ მოსწავლეებს...“

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
„მათემატიკის კლუბში ყოველი კვირა იქნება ახალი აღმოჩენა, გამოწვევა და ცოდნის გაღრმავების შანსი!“
 
ზაფხულის სკოლა საკმაოდ ნაყოფიერი და თავშესაქცევი აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის
 

სკოლის ადმინისტრაციამ სკოლაში პირველკლასელთა მშობლები მიიწვია

საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება