| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

30 დაკემბერს გამართულ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, განათლების მინისტრის მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დააყენა ინიციატივა, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ვადების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.
პარლამენტში დღეს დაისვა კითხვები, რომლებსაც ნაწილობრივ გაეცა პასუხები, თუმცა ორი საკითხი, რომელიც თემასთან პირდაპირ კავშირშია და საკმაოდ აქტუალური გახლავთ, დარჩა უპასუხო.
etaloni.ge სწორედ უპასუხოდ დარჩენილ კითხვებს გთავაზობთ, რომლებიც კახა კახიშვილმა და ირმა ზავრადაშვილმა დასვეს:
კახა კახიშვილი: - გასარკვევია სააღმზრდელო დაწესებულებების პერსონალის ხელფასის საკითხი. დიდი დატვირთვის მიუხედავად, სამწუხაროდ, მათ აქვთ დაბალი ხელფასი. უნდა ვიზრუნოთ ამ ხალხის სოციალურ გარანტიებზე, რადგან ჩვენი მომავალი მათ ხელშია და ისინი უნდა იყვნენ უზრუნველყოფილნი.
ირმა ზავრადაშვილი: - ფაქტია რომ 2016-დან 2020 წლამდე ავტორიზაცია ვერ მოხერხდა და მიზეზი პანდემია ვერ იქნება, ყველაფერს სჭირდება ბიუჯეტი. რატომ არ ხდება აღსაზრდელების დიფერენცირება და რატომ არ არის ეს მშობლების შემოსავალზე მიბმული? რატომ არ მივდივართ ამ მიმართულებით, რათა საბავშვო ბაღებში არსებობდეს გარკვეული შემოსავალი?
ნიშნავს თუ არა პასუხგაუცემელი ეს კითხვები იმას, რომ ამ საკითხებზე ჯერჯერობით მსჯელობა მიდის, გაურკვეველია.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მოქმედი პედაგოგების საგამოცდო ბარიერი შეიცვალა - მინისტრის ბრძანება პრაქტიკოსებს ეხება
ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს
ნახევარფინალში სკოლა წარადგინა კლუბის ლიდერმა, ელენე დიასამიძემ
პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური ნარჩენებისა და მათთან დაკავშირებული დაბინძურების შემცირებას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში