სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა გააკეთა პანდემიის პირობებში მანდატურის სამსახურმა - უწყების 2020 წლის ანგარიში
26-12-2020
-
+


საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს და პანდემიის პირობებში განხორციელებულ სიახლეებს აჯამებს. 

მანდატურის სამსახურის ანგარიშს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:

საქართველოს 11 საჯარო სკოლაში, მათ შორის, სხვადასხვა ინტერნეტ-საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, აქტიურად გაგრძელდა ძალადობისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საპილოტე პროგრამის განხორციელება. პროექტი მოიცავს ბულინგის, კიბერბულინგის, ტექნოდამოკიდებულების და მოსწავლეებში ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის საკითხებს, ასევე, თანასწორგანმანათლებლობის სისტემის დანერგვას, სასკოლო ცხოვრებაში თანაბარი შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფას ყველა ბავშვისთვის, საკლასო გარემოს მართვის უნარ-ჩვევების გაძლიერებას და კრიზისული სიტუაციების მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას.

ფსიქოსოციალური ცენტრის მიერ მომზადდა ძალადობის და სარისკო ქცევების იდენტიფიკაციისა და მასზე რეაგირების მოდული. შემუშავდა თანასწორგანმანათლებელთა სახელმძღვანელო ბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირებისთვის; ასევე,  ბულინგის პრევენციისა და მასზე რეაგირების წესები და ფასეულობები. დაიწყო დისციპლინირების ეფექტიანი ზომების დანერგვაზე მუშაობა. მომზადდა მოსწავლის სოციალური მოწყვლადობის იდენტიფიცირების ინსტრუმენტი.

ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოსწავლეების, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის, დამზადდა საინფორმაციო-შემეცნებითი ვიდეორგოლები: ბულინგის, მხარდაჭერის მნიშვნელობის, მოსწავლეებში გაჯეტდამოკიდებულების, მშობლებსა და პედაგოგებს შორის ეფექტური კომუნიკაციის და სხვა აქტუალურ თემებზე.

შემუშავდა სასკოლო მედიაციის კონცეფცია, რომლის მიზანია, ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა.

საგანმანათლებლო დაწესებულებაში სოციალური მუშაობის კომპონენტის გაძლიერების მიზნით, მანდატურის სამსახურმა სკოლაში სოციალური მუშაობის მოდელის შექმნა დაიწყო. შემუშავდა საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის კონცეფცია და მომსახურების სტანდარტები.

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის ისტორიაში პირველად, შემუშავდა სუპერვიზიის კონცეფცია და დაიწყო მისი განხორციელება როგორც ფსიქოლოგებისათვის, ისე სოციალური მუშაკებისათვის.

დაინერგა მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პრინციპები, რომელიც ემყარება შემთხვევის შესწავლას, პრევენციული და ინტერვენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ფსიქო-სოციალურ ჭრილში.

ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრმა შეიმუშავა მომსახურების ეფექტიანობის შეფასების ინსტრუმენტები გაწეული მომსახურების შედეგის შეფასების მიზნით.

UNICEF-ის მხარდაჭერით, მანდატურის სამსახურისთვის, დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიერ განხორციელდა მოსწავლეთა ქცევის აღწერის ფორმისა და მოზარდთა თვითანგარიშის შეფასების ინსტრუმენტების (აშენბახი) ვალიდაცია.

მანდატურის სამსახური დამატებით შევიდა 19 საჯარო სკოლაში.

გაიხსნა მანდატურის სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ცენტრის ახალი ოფისი.

მანდატურის სამსახური ახალ ელექტრონულ პროგრამაში ჩაერთო. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის კუთხით გამოვლენილ დარღვევებს განახლებულ საინფორმაციო ელექტრონულ პროგრამაში - erofficers.emis.ge აღრიცხავენ. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მშობლების, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესებში.  

საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურსა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  მემორანდუმი, არასრულწლოვანთა უფლებებისა და საუკეთესო ინტერესების დაცვის მიზნით, მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

ევროპის საბჭოს პროექტის „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ ფარგლებში, მანდატურის სამსახურისთვის შეიქმნა ადამიანის უფლებათა სწავლების პროგრამა. აღნიშნული პროგრამით, მანდატურის სამსახურის 20 თანამშრომელი ტრენერად მომზადდა. მანდატურის სამსახური ასევე აქტიურად იყო ჩართული ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ თანასწორობის კვირეულში „მე ვირჩევ თანასწორობას“.

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ყველა მანდატური გადამზადდა კრიმინალური იდეოლოგიის  გავლენის შემცირების კომპონენტში, თემაზე - ,,მოზარდთა ანტისოციალური ქცევა და სუბკულტურა". ტრენერებად მომზადდნენ მანდატურის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მომავალში ახლადდანიშნულ მანდატურთა ცნობიერების ამაღლებას აღნიშნულ თემაზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დისტანციურად გადამზადდა 380 მოქმედი მანდატური, რომლებსაც არ გაუვლიათ სწავლება ახალი უსაფრთხოების წესის შესაბამისად შექმნილი მოდულის მიხედვით.

პანდემიის პერიოდში, მანდატურებს თავიანთი წვლილი შეაქვთ Covid-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით საჭირო ღონისძიებებში. სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლის შემდეგ, სპეციალურად გადამზადებული მანდატურები მთავრობის ცხელი ხაზის - „144“ მუშაობაში ჩაერთნენ და მოქალაქეებს კორონავირუსის გამო დაწესებულ სხვადასხვა სახის შეზღუდვებსა და ეპიდემიის მართვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდიან. 2020 წელს, მანდატურები ასევე უზრუნველყოფდნენ უსაფრთხოებას საკარანტინო ზონების გარე პერიმეტრზე.

მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი საქართველოს ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის დისტანციურ მომსახურებას აქტიურად განაგრძობს. ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88. საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებსა და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს კვალიფიციური ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ფსიქიატრების მიერ, სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმის გამოყენებით, ონლაინ-კონსულტაცია უტარდებათ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფიზიკისა და ინგლისური, გერმანული, რუსული, ფრანგული ენების გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ბარიერი და შეფასების სქემები ცნობილია

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება