სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

უდიდესი საჩუქარი - 7 ყველაზე გულისამაჩუყებელი საახალწლო ვიდეორგოლი
28-12-2020
-
+


2020 წელი, რბილად რომ ვთქვათ, უჩვეულო გამოდგა. მაგრამ ის იწურება, საშობაო და საახალწლო დღესასწაულები კი არავის გადაუდია.

საახალწლო განწყობის ასამაღლებლად ჩვენ 7 შესანიშნავ საშობაო კამპანიას მოვუყარეთ თავი, რომელთაც სხვადასხავა ბრენდები გვთავაზობენ. ყველა მათგანს აერთიანებს თემა - ოჯახი, სიყვარული და სასწაული.

მივაღწიოთ მწვერვალებს - ნიდერლანდურმა ფარმაცევტულმა კომპანიამ - DocMorris-მა საშობაო ვიდეორგოლი გამოუშვა, რომელიც ინტერნეტში პოპულარული მოკლე დროში გახდა. რეკლამა youtube-ზე 30 ნოემბერს გამოქვეყნდა და 15 მლნ-ზე მეტი ნახვა მოაგროვა. 

მომხმარებლებმა, რომელთაც ვიდეორგოლი ნახეს მას ერთ-ერთი ყველაზე ემოციური სადღესასწაულო ვიდეო უწოდეს.



სუპერმარკეტების ქსელი - Intermarché ექიმებს მადლობას უხდის - ntermarché-მა გადაწყვიტა ვიდეორგოლი არა სანტა-კლაუსზე, არამედ ამ წლის ნამდვილ გმირებზე - ექიმებზე გადაეღო.




ინტერნეტ-პროვაიდერი - Xfinity გვაჩვენებს, თუ რამდენად უჭირს წელს სანტას საჩუქრების შერჩევა. წელს ​სანტამაც კი არ იცის, როგორ გაახაროს და გააოცოს ადამიანები. ნახეთ სიტუაციიდან რა გამოსავალს პოულობს ის თავის დამხმარე ელფებთან ერთად.



სატელეკომუნიკაციო კომპანია - Orange ახლობლების სიყვარულსა და მზრუნველობაზე - საოცრად სახალისო ვიდეორგოლი იმის შესახებ, თუ როგორ ჩუქნის შვილიშვილი შობის დღესასწაულზე ბაბუას ​ სმარტფონს, რომლის გამოყენება ბაბუამ დიდად არ იცის. მაგრამ შვილიშვილისადმი უზომო სიყვარულის და საკუთარი კრეატიულობის წყალობით, ის მოიფიქრებს თუ როგორ აუმაღლოს ახლობლებს განწყობა. ვიდეორგოლის ნახვის შემდეგ ღიმილი გარანტირებულია.



საცალო ვაჭრობის კომპანია John Lewis გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული -
სავარაუდოდ ყველაზე სიკეთით სავსე ვიდეორგოლი ჩვენს კოლექციაში. ის გადაღებულია სუპერმარკეტების ქსელის - John Lewis-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, რომლის მიზანი გაჭირვებული ოჯახების დახმარებაა. 



Amazon-ის 2020 წლის ვიდერგოლი მეტყველი სახელით - „The show must go on“. კორონავირუსით შეცვლილმა რეალობამ ასახვა ვიდეორგოლ​შიც ჰპოვა. გარშემო ყველას პირბადე უკეთია, სკოლები იხურება ... მოზარდ გოგონას, რომელიც ბალეტითაა დაკავებული, წინასაახალწლო ღონისძიებაზე მთავარ როლზე ამტკიცებენ. ღონისძიება კი უკვე გადადებულია. მაგრამ შობის დღესასწაულზე ხომ ოცნებები ხდება. უბრალოდ შოუ თეატრის სცენაზე არ გაიმართება. 



Disney-ის ამ ემოციური მოკლემეტრაჟიანი მულტფილმის გმირი გოგონა ამტკიცებს, რომ არასდროსაა გვიან საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გაახლება და ძველი ტრადიციების ახლებურად წარმოჩენა.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

შეიცვალა თუ არა აკრძალული ნივთების ჩამონათვალი - გამოცდები 2026

მოსწავლე სასტუმროს მეორე სართულიდან გადავარდა - სავარაუდოდ ბავშვები ექსკურსიაზე იყვნენ

379 957 ბავშვი, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება - ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიში

მინისტრის ბრძანებით განახლდა საგანმანათლებლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სამსახურის ფუნქციები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ღონისძიება მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა და არაერთი საგანმანათლებლო, შემოქმედებითი თუ საზეიმო ნომერი გააერთიანა

 

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება