სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაკვეთილი, რომელიც დისკრიმინაციული, სქესის, წარმომავლობისა და სხვა სტერეოტიპული შეხედულებების ტირაჟირებას უწყობს ხელს
25-12-2020
-
+


სახალხო დამცველის „სამშობლოსმცოდნეობის“ საგანთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ამ საგნის გაკვეთილები დატვირთულია, დისკრიმინაციული შეხედულებებით და რელიგიური ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.

სახალხო დამცველის განცხადებას etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

სახალხო დამცველის აპარატისთვის ცნობილი გახდა საპატრიარქოსა და ჩოხოსანთა საზოგადოების მიერ ორგანიზებული „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილების შესახებ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 4-5 წელია რაც ტარდება რუსთავსა და თბილისში. პანდემიის პირობებში კი გაკვეთილებმა ონლაინ პლატფორმაზე გადაინაცვლა. გავრცელებული ინფორმაციით, გაკვეთილებს მრავალი მოსწავლე და მშობელი ესწრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. საგანს უძღვება მისივე ავტორი, „სტუდია გუთნის“ დამაარსებელი ლექსო გელაშვილი, რომლის მიერ მედია საშუალებებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეების მობილიზებაში სკოლის პედაგოგები არიან ჩართულნი.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონმა საჯარო სკოლის ერთ-ერთ მთავარ პრინციპად რელიგიური ნეიტრალობა და არადისკრიმინაციულობა განსაზღვრა. იგი მიზნად ისახავს ყველა მოსწავლისათვის სეკულარული და თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს შექმნას. ამასთან, 2019 წელს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსი როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიზნად აცხადებს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების მიმართ პატივისცემის გრძნობის განვითარებას.

საჯაროდ ხელმისაწვდომი გაკვეთილის რამდენიმე ჩანაწერის გაანალიზების შემდეგ ცხადი გახდა, რომ გაკვეთილებს კონფესიური ხასიათი აქვს და აგებულია მართლმადიდებლურ რელიგიაზე. ამასთან, საჯარო სკოლის პედაგოგების მონაწილეობა მსგავსი რელიგიური შინაარსის გაკვეთილების ორგანიზებასა და მოსწავლეთა მობილიზებაში, ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის გამოვლინებად შეიძლება ჩაითვალოს.

შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ გაკვეთილების შინაარსი დატვირთულია დისკრიმინაციული შეხედულებებით. მათი მიმდინარეობისას ხდება სქესის, ეროვნული წარმომავლობისა და სხვა ნიშნებით სტერეოტიპული შეხედულებების ტირაჟირება. ასეთი ინფორმაციის წინაშე არასრულწლოვნები განსაკუთრებით დაუცველები არიან. აღნიშნულმა სწავლებებმა შესაძლოა მათ ჩამოუყალიბოს წინასწარი განწყობები, მაგალითად ქალის გენდერულ როლთან დაკავშირებით და შედეგად, შეუქმნას არასწორი წარმოდგენა გენდერული თანასწორობის პრინციპების შესახებ. დამსწრეთა რიცხვის გათვალისწინებით, რეალურად ეს გაკვეთილები ხელს უწყობს ამ თაობაში დისკრიმინაციული აზროვნების ჩამოყალიბებას.

სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის „სამშობლოსმცოდნეობის“ გაკვეთილების ორგანიზებაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე საჯარო სკოლების შესაძლო ჩართულობის საკითხს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებსა და წინადადებებს. ასევე, შეაფასებს 2019 წელს ეროვნულ სასწავლო გეგმაში განხორციელებულ ცვლილებას, რომლითაც სკოლებს მიენიჭათ თავისუფლება მოსწავლეებს შესთავაზონ ნებისმიერი საგანი და ამ ცვლილებებით გამოწვეულ რისკებს, სკოლებში რელიგიური ნეიტრალობისა და არადისკრიმინაციული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის კუთხით.


კომენტარები


ეტალონი

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

სიახლეები

2 მილიონამდე სასკოლო ფორმის შეკერვა განათლების სამინისტროს 45 მილიონი ლარი დაუჯდება - დეტალები

„ჩვენი მიზანია, ბავშვები იყვნენ უსაფრთხოდ და მასწავლებლები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი სააღმზრდელო პროცესში“...

„პროგრამა მოდიციფირდება ისე, რომ ეფექტური გახდეს მასწავლებელთა დეფიციტის მართვა“...

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

ეროვნულებზე არჩევით საგნებს შესაძლოა კიდევ ერთი გამოცდა დაემატოს

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა გადაწყვიტეს, განსაკუთრებული ფორმით გაეცოცხლებინათ საყვარელი პერსონაჟები

„კითხვების მარათონის“ ორგანიზატორი პედაგოგი ნათია ხუცურაული გახლდათ

წერილი დედამიწას - მუხურის თემის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დრე საინტერესო აქტივობებით აღნიშნეს

საინტერესო

ეტალონის ოლიმპიადა არის გამოცდილება, რომელიც მომავალ წარმატებებს უყრის საფუძველს

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება