სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რამდენი ფიზიკური აქტივობა სჭირდებათ ბავშვებს ყოველ დღე?
21-02-2021
-
+


იცოდით, რომ ცხოვრების მჯდომარე წესი ბავშვებისთვის მნიშვნელოვნად საზიანოა, ვიდრე ზრდასრულებისთვის?

ამიტომ მნიშვნელოვანია გააკონტროლოთ დღეში რამდენ საათს ატარებს თქვენი მოსწავლე შვილი მჯდომარე. 

თქვენთვის ბავშვების ფიზიკური აქტივობის შესახებ საერთაშორისო რეკომენდაციები მოვაგროვეთ.

საერთაშორისო ექსპერტები ერთხმად თანხმდებიან: ბავშვებმა რაც შეიძლება ბევრი უნდა იმოძრაონ და სუფთა ჰაერზე იყვნენ. აი რა რეკომენდაციებს იძლევა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია:

3-4 წლის ასაკის ბავშვები:

  • მინიმუმ ორი საათი ფიზიკური დატვირთვა დღეში, განსხვავებული ინტენსივობით, აქედან მინიმუმ ერთი საათი ძალიან ენერგიული ვარჯიში ან თამაში.
  • არ დაუშვათ, რომ ბავშვი ერთ ადგილზე საათზე მეტხანს იჯდეს. 
  • შეზღუდეთ ბავშვის ეკრანთან გატარებული დრო დღეში ერთ საათამდე. 
ბავშვები და მოზარდები 5–17 წლის ასაკში:

  • დღეში მინიმუმ ერთი საათი ზომიერი და ენერგიული ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიში.
  • კვირაში სულ მცირე სამჯერ ​აერობული დატვირთვის (როდესაც ჟანგბადი ყველაზე მნიშვნელოვანია კუნთების ფუნქციონირებისთვის - სირბილი, აერობიკა, თხილამურები, ველოსიპედი) და კუნთებისა და ძვლების გასამაგრებელი ვარჯიშები. 
  • შეზღუდეთ ბავშვის მჯდომარე მდგომარეობაში გატარებული დრო, განსაკუთრებით თუ მოსწავლის დასვენების დროა. 
რატომ არის მავნე ცხოვრების მჯდომარე წესი ბავშვებისა და მოზარდებისთვის?

ცხოვრების მჯდომარე წესი ბავშვებისთვის საზიანოა სიმსუქნის განვითარების რისკი გამო. როდესაც ადამიანი 40 წლის შემდეგ იმატებს, როგორც წესი, ეს პროცესი ფიზიოლოგიურია და თანდათანობით ხდება, ამიტომ ორგანიზმი ადაპტაციას ასწრებს. ბავშვობაში გასუქებას კი უარესი პერსპექტივა აქვს. როდესაც ბავშვები სხეულის მასას სწრაფად კრეფენ, იზრდება გულ-სისხლძარღვთა სისტემის რისკები, შეიძლება განვითარდეს ცხიმოვანი ჰეპატოზი ​- ღვიძლის დაზიანება. ზედმეტ წონას ხშირად მოზარდებში ფსიქოლოგიურ ტრავმამდე მივყავართ.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ბავშვები იზრდებიან: ბავშვის სიმაღლის ყოველი ახალი სანტიმეტრი ძვლების ფორმირებას მოითხოვს. სწორედ, მოძრაობა და ფიზიკური აქტივობა არეგულირებს ზრდის და მეტაბოლიზმის პროცესებს. ფიზიკური დატვირთვის წყალობით ბავშვის ორგანიზმის ყველა სისტემა ძლიერდება.

უმოძრაოდ ყოფნისა და ფიზიკური დატვირთვის დაბალანსების წესები მოსწავლეებისთვის:


1. აქტიური შესვენებები

სკოლის დღის სტრუქტურა ჩაფიქრებულია ისე, რომ ეს ბალანსი უზრუნველყოს: მჯდომარე პერიოდს შესვენება ცვლის, რომელზეც შეიძლება და აუცილებელია მოძრაობა - სირბილი, ხტუნვა. აქტივობის ასეთი დინამიური ცვლილება ბავშვისთვის ყველაზე ფიზიოლოგიურია.

სპეციალისტები გვირჩევენ აღნიშნული სტრუქტურა დისტანციური სწავლების დროსაც შევინარჩუნოთ: ონლაინ-გაკვეთილის შემდეგ აუცილებელია 15 წუთიანი აქტიური მოძრაობა. აქ მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების აქტიური შესვენება წაახალისონ მასწავლებლებმა და მშობლებმა. 

2. ფიზიკური აქტივობის საათი გაკვეთილების შემდეგ

გაკვეთილების დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ფიზიკური აქტივობისთვის დრო. მაგრამ აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ხასიათი: არიან ბავშვები, რომელთა ერთ ადგილზე გაჩერება ძნელია - გაკვეთილზეც გამუდმებით მოძრაობენ, ხოლო არიან ისეთები, რომლებსაც მოძრაობა დიდად არ უყვართ, ამიტომ მათთვის სტიმულის მიცემა საჭიროა. 

3. სუფთა ჰაერზე გასეირნება ყოველ დღე

სუფთა ჰაერზე ყოფნა აუცილებელია. მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, სეირნობა, სოციალური დისტანციის დაცვით, შეიძლება და აუცილებელიცაა. შეიმუშავეთ სეირნობის უსაფრთხო მარშრუტი ბავშვებისთვის: შეარჩიეთ ნაკლებად ხალხმრავალი ადგილები და მოიფიქრეთ საინტერესო ფიზიკური აქტივობა. კარანტინი გვაძლევს შესაძლებლობას გადავხედოთ ოჯახურ ტრადიციებს და შევიძინოთ ახალი ჯანსაღი ჩვევები: ერთობლივი სირბილი, ველოსიპედით სეირნობა და ა.შ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

VI–XI კლასების მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრებით წარმოადგინეს შემოდგომის სილამაზე

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება