სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

10 ყველასთვის უცნობი ფაქტი ალბერტ აინშტაინის შესახებ
31-10-2017
-
+


სახელგანთქმული ფიზიკოსის ცხოვრება  საზოგადოების დიდ ინტერესს დღემდე იწვევს... აინშტაინის შესახებ ვრცელდება მრავალი უცნაური ამბავი, მათ შორის ბევრი მითია, ბევრიც რეალობა.

10 ფაქტი აინშტაინის შესახებ, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ:
 

1. 16 წლის ასაკში, გერმანიის მოქალაქეობაზე უარი თქვა

აინშტაინს პატარაობიდანვე სძულდა ნებისმიერი სახის ნაციონალიზმი და აქედან გამომდინარე, არჩია ყოფილიყო „მსოფლიო მოქალაქე". 16 წლის ასაკში უარი თქვა გერმანიის მოქალაქეობაზე და 1901 წლამდე, ოფიციალურად არ ჰქონდა არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა, როდესაც ის შვეიცარიის მოქალაქე გახდა.

2. დაქორწინდა თავის ფიზიკის კლასის ერთადერთ გოგონა სტუდენტზე

ციურიხის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის იმ განყოფილებაში, სადაც აინშტაინი სწავლობდა, მილევა მარიჩი ერთადერთი გოგონა სტუდენტი იყო. იგი გატაცებული იყო მათემატიკითა და მეცნიერებით, ძალიან სურდა გამხდარიყო ფიზიკოსი. თუმცა, ამ ამბიციაზე უარის თქმა მოუწია, როცა ცოლად გაჰყვა აინშტაინს და მისი შვილის დედა გახდა.

3. FBI-ს აინშტაინის შესახებ 1427 გვერდი ჰქონდა

1933 წელს, FBI-მ ალბერტ აინშტაინის დოსიეს მომზადება დაიწყო, სანამ ფიზიკოსი აშშ-ში მესამედ გაემგზავრებოდა. საბოლოოდ, დოკუმენტებმა 1427 გვერდი შეადგინა და ძირითადად ეძღვნებოდა აინშტაინის კავშირებს პაციფისტურ და სოციალისტურ ორგანიზაციებთან. ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ხელმძღვანელი ედგარ ჰუვერი სპეციალური აქტის საფუძველზე აინშტაინის ამერიკაში არშეშვების რეკომენდაციასაც კი გასცემდა, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტმა მისი მოთხოვნა უარყო.

4. ჰყავდა არაკანონიერად შობილი ბავშვი

1902 წელს, სერბეთში, საკუთარი მშობლების სახლში, აინშტაინის მომავალ ცოლს - მილევას, ქორწინებამდე შეეძინა გოგონა. ბავშვს ლიესერლი დაარქვეს. ისტორიკოსთა ცნობით, გოგონა ბავშვობაშივე დაიღუპა, სავარაუდოდ ქუნთრუშათი; ერთ-ერთი ვერსიით კი, იგი გააშვილეს. ნებისმიერ შემთხვევაში, აინშტაინს საკუთარი გოგონა თვალით არასოდეს უნახავს. ლიესერლის შესახებ თითქმის არაფერი იყო ცნობილი 1987 წლამდე, როდესაც საჯაროდ გამოქვეყნდა აინშტაინის წერილების კოლექცია. 

5. ნობელის პრემიით მიღებული თანხა, პირველ ცოლს გადაუხადა განქორწინების სანაცვლოდ

წინასწარ ვარაუდობდა რა, რომ ნობელის პრემიას მიიღებდა, მოსალოდნელი პრიზის ფული განქორწინების სანაცვლოდ მთლიანად შესთავაზა პირველ ცოლს, მილევა მარიჩს, რომელიც მის შეთავაზებას დათანხმდა. მიღებულმა თანხამ 32 250$ შეადგინა, რაც იმ დროის საშუალო პროფესორის წლიურ ანაზღაურებას სამჯერ აღემატებოდა.

6. დაქორწინდა თავის დეიდაშვილზე

ელზა, შემდეგში მისის აინშტაინი, ალბერტის პირდაპირი დეიდაშვილი იყო. გარდა ამისა, ისინი არაპირდაპირი ბიძაშვილებიც იყვნენ - ელზას მამა და ალბერტის მამა ბიძაშვილები იყვნენ. მისი ქალიშვილობის გვარიც აინშტაინი იყო.

7. იყო სამოქალაქო უფლებების აქტივისტი ჯერ კიდევ სამოქალაქო უფლებათა მოძრაობდამდე

აინშტაინი სამოქალაქო უფლებებისა და სიტყვის თავისუფლების ძლიერი მხარდამჭერი იყო. როდესაც 1951 წელს უილიამ დიბუას ბრალი წაუყენეს უცხო სახელმწიფოს არარეგისტრირებული აგენტობისთვის, აინშტაინი მოწმის სახით დაკითხვას მოითხოვდა. როდესაც დიბუას ადვოკატმა სასამართლოს აინშტაინის გამოჩენის შესახებ აცნობა, მოსამართლემ საქმე დახურა.

8. მისმა ვაჟმა, ცხოვრების დიდი ნაწილი სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებულმა გაატარა

ალბერტის მეორე ვაჟს, ედუარდს, რომელსაც ის მოფერებით „ტეტეს" ეძახდა, შიზოფრენიის დიაგნოზი ჰქონდა და ცხოვრების დიდი ნაწილის გატარება სპეციალურ საკურნალო დაწესებულებაში მოუწია. ედუარდი გატაცებული იყო ფსიქოანალიზით და აღმერთებდა ფროიდს. მიუხედავად იმისა, რომ მიწერ-მოწერა ჰქონდათ, ალბერტს საკუთარი ვაჟი აღარასოდეს უნახავს 1933 წლის შემდეგ, როდესაც ფიზიკოსი აშშ-ში გადასახლდა. ედუარდი 55 წლის ასაკში, ფსიქიატრიულ კლინიკაში დაიღუპა.

9. მტკიცე მეგობრობა ჰქონდა „ქიმიური იარაღის მამასთან"

ფრიც ჰაბერი გერმანელი ქიმიკოსი იყო, რომელიც აინშტაინს ბერლინში ჩასვლაში დაეხმარა და მისი ახლო მეგობარიც გახდა. ჰებერი გაქრისტიანებული ებრაელი იყო და აინშტაინს სათნოების ასიმილაციას უქადაგებდა, სანამ ხელისუფლებაში ნაცისტები მოვიდოდნენ. მეორე მსოფლიო ომში, მან შექმნა ქლორის მომაკვდინებელი გაზი, რომელიც ჰაერზე მძიმე იყო და შეეძლო ჩაწოლილიყო თხრილებში, სადაც ჯარისკაცებს მტანჯველად გუდავდა, რადგან წვავდა მათ ყელსა და ფილტვებს. ხშირად, ჰაბერს „ქიმიური იარაღის მამას" უწოდებენ.

10. სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ რუსთან

1935 წელს, აინშტაინს საკუთარმა გერმა მარგომ, მომხიბვლელი რუსი მარგარიტა კენკოვა გააცნო. სულ მალე, ისინი შეყვარებულები გახდნენ. 1998 წელს, სოთბის აუქციონზე გამოიფინა 1945-1946 წლებში აინშტაინის მიერ კენკოვასთვის მიწერილი ცხრა სასიყვარულო წერილი. ჯაშუშების შესახებ გამოქვეყნებული ერთ-ერთი რუსული წიგნის თანახმად, კენკოვა რუსი აგენტი იყო, რასაც ისტორიკოსები ვერ ადასტურებენ.  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - დეტალები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
ღონისძიების მთავარი თემა იყო: „როგორ ვაქციოთ პასიური კლასი აქტიურ გუნდად“
 
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლა
სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორის საჯარო სკოლა
 
ღონისძიება გამოირჩეოდა მრავალფეროვანი პროგრამით, სითბოთი და საოცარი ემოციებით
 

ღონისძიებაზე შეჯამდა მოსწავლეთა მიღწევები, გამოიკვეთა გამოწვევები და დაისახა ახალი სასწავლო მიზნები

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება