სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენი ქვეყნის მომავალი აქ, ამ მყარ კედლებშია“ - ზედა საქარის საჯარო სკოლას ახალი შენობა აქვს
26-10-2020
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლა აქვთ.  

სკოლის დირექტორი ფატი გურეშიძე ყველა იმ ადამიანს, რომელმაც უმნიშვნელო წვლილიც კი შეიტანა სკოლის მშენებლობაში მადლობას უხდის. 

„დიახ, დიახ, ეს საქართველოა! კონკრეტულად სად?! ამ კითხვასაც ვუპასუხებთ:

ჩვენი მისამართია : ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა საქარის საჯარო სკოლა.

საბედნიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ ივიწყებენ მშობლიური სკოლის ამაგს და მის აღშენება- დამშვენებაზე კვლავ აგრძელებენ ზრუნვას. ასეთი ადამიანების გვერდით დგომითა და განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, ჩვენ ახალი სკოლა გვაქვს... სკოლა, რომელიც შეძლებს ღირსეული ადგილი დაიკავოს განათლების სისტემაში. მის კედლებს არასოდეს აკლდა ღირსეული და წარმატებული კურსდამთავრებულნი, ასეც იქნება მომავალში, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავალი აქ, ამ მყარ კედლებშია, ბედნიერია ის, ვინც აქ იღებს და მიიღებს სრულყოფილ განათლებას. როგორც ილია მართალი იტყოდა აქ აინთება „ის სასიხარულო სანთელი, რომლის სინათლეც მტერს დააფრთხობს და მოყვარეს გაახარებს და რომელსაც ცოდნა ჰქვიან. აი, ამ სახლიდან გამოვა ის დიდი ღონე, ის დიდი ხერხი, ის ყოველთვის და ყველგან გამარჯვებული ფარ-ხმალი ადამიანისა, რომელსაც ცოდნა ჰქვიან. მაგას გამოიტანენ თქვენი შვილები და მოჰფენენ ქვეყანასა ჩვენდა სადღეგრძელოდ, ჩვენდა საბედნიეროდ.”

უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც უმნიშვნელო წვლილიც კი შეიტანა სკოლის მშენებლობასა და დამშვენებაში“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება