| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას ბრძანებით, სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა.
სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვი განიმარტება, როგორც ბავშვი, რომლის ასაკი შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით სავალდებულო ზოგად განათლებაში ჩართვის ასაკს (6-დან 16 წლის ჩათვლით) და არასდროს ჰქონია მოსწავლის სტატუსი ანუ არ ყოფილა ასახული მოსწავლის სტატუსით ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (მოსწავლეთა ბაზაში).
ბრძანების მიხედვით, აღნიშნული პროგრამის განხორციელებით მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესაძლებელი გახდება სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, იმ მიზეზების დადგენა, რომლებიც განაპირობებს მოზარდების საგანმანათლებლო სისტემის გარეთ ყოფნას. ასევე შესაძლებელი გახდება, როგორც არსებული რეგულაციების აღსრულება, ასევე აუცილებელი ინტერვენციული მექანიზმების შემუშავება, დანერგვა და განხორციელება (სპეციალური საგანმანათლებლო სერვისები, პროგრამები, სოციალური მხარდამჭერი პროგრამები და სხვა), სხვადასხვა სახელმწიფო უწყების კოორდინირებული მუშაობა ქვეყანაში ბავშვების განათლების უფლების რეალიზაციისთვის.
პროგრამის განხორციელების ამოცანები:
პროგრამების განმახორციელებელი უწყებები:
ა) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა;
გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური;
დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
ე) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო;
ვ) საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?
სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა