სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

„კლასტერი“, „სანიტაიზერი“, „სეროპრევალენტური კვლევა“ - ახალი კოვიდპანდემიური ლექსიკონი
25-09-2020
-
+


კორონავირუსი დაბრუნდა - არა, მართალია, კომპეტენტური ადამიანები გვარწმუნებენ, რომ ის არც მანამდე წასულა სადმე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქამდე დღეში ინფიცირების 200-ზე მეტი შემთხვევა მაინც არ ფიქსირდებოდა; ახლა კი შექმნილი რეალობა, მინიმუმ, მეტი სიფრთხილის საფუძველს იძლევა. ჰოდა, სანამ ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგები ახალ კორონავირუსს ქვეყნის მასშტაბით ებრძოდნენ, გარკვეულმა სიტყვებმა ნელ-ნელა უკვე დაიმკვიდრა თავი ჩვენს მშობლიურ ენაში. ალბათ უკეთესი იქნებოდა, მათი არსებობის შესახებ საერთოდ არ გვცოდნოდა, მაგრამ რადგან მსოფლიოში პანდემიური რეალობა დგას, Etaloni.ge იმ სიტყვების განმარტებებს გთავაზობთ, რომლებიც ბოლო თვეებში ასეთი პოპულარულია:

პანდემია - პანდემია (ბერძ. pandemia — მთელი ხალხი) — ეპიდემია, რომელსაც ახასიათებს ინფექციური დაავადების გავრცელებას რეგიონში ან მთელ მსოფლიოში;

თერმოსკრინინგი - ტემპერატურის გაზომვა;

კლასტერი - წარმოდგება ლათინური სიტყვისგან cluster, რაც ნიშნავს: „თავმოყრა-დაგროვებას“, „კონას“, „თანავარსკვლავედს“ (თუმცა, ალბათ მოცემულ სიტუაციაში, ეს უკანასკნელი განმარტება უადგილოა);

კარანტინი - გადამდები სნეულებით დაავადებულთა და მათთან ახლო მყოფ პირთა დროებითი იზოლაცია, ეპიდემიური დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად;

იზოლაცია - ორგანიზმთა ერთმანეთისგან გამიჯვნა;

ონლაინ-გაკვეთილი - გაკვეთილი, რომელიც ტარდება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ინტერნეტის საშუალებით;

სეროპრევალენტური კვლევა - კვლევის ეს პროცესი გულისხმობს შერჩევითი მეთოდის გამოყენებას და ალბათ ყველას გვახსოვს, სრულიად ერი ჯერ მარტო ამ სიტყვის წარმოთქმას რამდენ ხანს სწავლობდა;

PCR-ტესტი - პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) ტესტი (გაიგეთ რამე? - ალბათ ეს ის შემთხვევაა, სიტყვის განმარტება თავად სიტყვაზე მეტად რომ გაბნევს);

შემხებლობა - უშუალო კონტაქტი (ეს სიტყვა ენის ყველანაირ ნორმასაა აცდენილი, თუმცა ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში ისე დამკვიდრდა, მისი გამოყენების სიხშირე ინტელექტის დონის პირდაპირპროპორციულად მიიჩნევა)

დისტანცია - მანძილი ორ სუბიექტს შორის;

დეზობარიერი - ხალიჩა, რომელიც გაჟღენთილია სადეზინფექციო ხსნარით, რაც უზრუნველყოფს სასტერილიზაციო დაცვას სხვადასხვა ტიპის მიკროორგანიზმებისა და ჭუჭყისგან;

სანიტაიზერი - ხელის სადეზინფექციო ხსნარი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სასკოლო ექსკურსიის მანქანა გზიდან გადავრადა - დაშავებულია 4 მოსწავლე

ავარია ექსკურსიაზე, დაშავებულია 4 მოსწავლე - შსს-მ გამოძიება დაიწყო

ვის ევალება ტრენინგებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება

NAEC-მა საგამოცდო პროგრამები და ტესტურ დავალებათა ნიმუშები გამოაქვეყნა 

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

„ზოგჯერ ერთი სიტყვაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანს დიდი სიხარული აჩუქო“ - 

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება