სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

200-ლარიანი დახმარების მისაღებად ბანკს ასობით ადამიანი მიაწყდა - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ინტერნეტთან წვდომა არ გაქვთ
17-08-2020
-
+


0-დან 17 წლის ჩათვლით პირთა 200-ლარიან სახელმწიფო სუბსიდიას უკვე ბევრი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. საიტის ჩაშვებიდან მალევე მშობელთა უკმაყოფილების კასკადის წამოვიდა- რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებდნენ, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ მალევე გააკეთა კომენტარი და საიტის მუშაობის შეფერხების მიზეზად დაასახელა, ის რომ მას ერთბაშად ბევრი ადამიანი მიაწყდა და უმოკლეს ვადაში ყველა ხარვეზი აღმოიფხვრებოდა.

თუმცა, ამის მიუხედავად, გარკვეული ბარიერები მაინც არსებობს და განსაკუთრებით რთულ ვითარებაში ის ადამიანები არიან, ვისაც ინტერნეტსა თუ თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა არ აქვთ. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი ან კანონიერი მეურვე ასეთ დროს?

„თუ ფიზიკური პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, უნდა მიმართოს:

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ყველა ტერიტორიულ ერთეულს; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობებს; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს; „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე -  1505. რეგისტრაციის შესახებ შესაბამისი ინსტრუქცია ხელმისაწვდომია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე და ელექტრონულ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge“, - ასეთია ოფიციალური ინსტრუქცია, მაგრამ აქაც გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს.

დავიწყოთ იმით, რომ ლიბერთი ბანკს უკვე ასობით ადამიანი მიაწყდა, რადგან  კომპიუტერით დარეგისტრირება ვერ მოახერხეს; ხოლო რაც შეეხება იუსტიციის სახლებს - აქაც ვიზიტის დაჯავშნა მხოლოდ ინტერნეტით ხდება და ასეთ დროს როგორ უნდა მოიქცეს მოქალაქე, ვინც შესაბამისი ტექნიკის არქონის გამო ვერ ახერხებს რეგისტრაციის გავლას, ცოტა ბუნდოვანია; ეს კითხვები კვლავ უპასუხოდ რჩება,  თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ საბოლოოდ, ყველა ხარვეზი ნელ-ნელა გასწორდება და მშობლებიც მიიღებენ ნანატრ 200 ლარს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება