სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„საჯარო სექტორში ხელფასების ზრდა, კერძო სექტორშიც გაზრდის ხელფასებს“ - რამდენი მილიარდია განათლების სექტორის შემოსავალი 1 წელში?
30-07-2020
-
+



საქართველოს განათლების სექტორის შემოსავლებმა 2019 წელს  2.0 მლრდ ლარი შეადგინა (მშპ-ს 4.1%). კერძო სექტორის წილი მზარდია და 2019 წელს 0.5 მლრდ ლარს, ანუ მთლიანი ბაზრის 26.3%-ს მიაღწია. ამის შესახებ GALT&TAGGART-ის მიერ ჩატარებულ საგანმანათლებლო სისტემის კვლევაშია აღნიშნული. 

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, განათლების სექტორის ზრდა მაღალი ერთნიშნა ზრდის ტემპით გაგრძელდება საშუალოვადიან პერიოდში, რასაც ხელს შეუწყობს სახელმწიფო დაფინანსების ზრდა და განათლების სერვისებზე მზარდი მოთხოვნა.

რაც შეეხება განათლების სექტორის ხარჯებს:

განათლებაზე სახელმწიფო ხარჯები 2010-19 წლების განმავლობაში გასამმაგდა და 1.8 მლრდ ლარს მიაღწია. 2019 წელს განათლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან, დაფინანსების ნახევარი ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურს მოხმარდა, 7.5%  უმაღლესს და მხოლოდ 2.8% პროფესიულ განათლებას. დანარჩენი ხარჯები განკუთვნილი იყო სკოლამდელი განათლების (15.3%) ინფრასტრუქტურული პროექტების (14.7%), მეცნიერების ხელშეწყობისა (3.4%) და სხვა დამხმარე პროგრამებისთვის (6.5%).

საქართველოში სახელმწიფო დანახარჯები განათლებაზე  2010-19 წლებში მშპ-სთან მიმართებით 2.8%-დან 3.6%-მდე გაიზარდა. ამ პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ეს ინდიკატორი დაბალია დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც განათლების ხარჯები მშპ-ს 5%-ზე მეტია.

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის თანახმად განათლებაზე დანახარჯები 2022 წლიდან მშპ-ს 6%-მდე გაიზრდება, განათლების სისტემის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით.

GALT&TAGGART ანგარიშში კერძო სექტორზეც ამახვილებს ყურადღებას: 

ხელსაყრელი ბიზნეს გარემოსა და მზარდი მოთხოვნის შედეგად, კერძო (კომერციული) განათლების სექტორის შემოსავლები 2009-19 წლებში  მაღალი ტემპით იზრდებოდა (16.3% CAGR) და 0.5 მლრდ ლარს მიაღწია. კერძო განათლების სექტორის მომგებიანობა მაღალია: EBITDA მარჟამ 26.4%-ს მიაღწია 2018 წელს, ხოლო წმინდა მოგების მარჟა 20.4%-მდე გაუმჯობესდა იმავე პერიოდში. მზარდი შემოსავლისა და მომგებიანობის გარდა, განათლების სექტორი მაღალი ლიკვიდობითაც გამოირჩევა:

საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობა სწავლის საფასურს იღებს წინასწარ, რაც ზრდის კომპანიების საოპერაციო და ფინანსურ ეფექტურობას.

ხელფასები სექტორის მთავარი დანახარჯია და მთლიანი საოპერაციო ხარჯების 65%-ს შეადგენს. ამასთან, კერძო სექტორში ხელფასები საჯარო სექტორთან შედარებით 20-30%-ით მაღალია.

„აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ დაანონსებული ხელფასების ზრდა საჯარო სექტორში, კერძო სექტორშიც გაზრდის ხელფასებს, რათა არ მოხდეს კვალიფიციური კადრების გადინება. ეს შეიძლება უარყოფითად აისახოს მომგებიანობაზე.
ჩვენი შეფასებით, სახელფასო დანახარჯების 15%-იანი ზრდა წმინდა მოგების მარჟას შეამცირებს 7.0 პროცენტული პუნქტით, იმ შემთხვევაში თუ სწავლის საფასური არ შეიცვლება ან სხვა ხარჯები არ შემცირდება“ - ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება