სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

აბიტურიენტმა, რომელმაც საგამოცდო ბარათი არასწორად ამობეჭდა, გამოცდაზე ერთი დღით დააგვიანა
10-07-2020
-
+


173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში აბიტურიენტი გამოცდაზე ერთი დღის დაგვიანებით გამოცხადდა. ის მშობლებთან ერთად 9-ის ნახევარზე მივიდა და ცენტრის თანამშრომლებს განუცხადა, რომ 177-ე სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოგზავნეს, ვინაიდან რეგისტრაციაში იყო შეცდომა. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ აბიტურიენტს საგამოცდო ბარათი არასწორად ჰქონდა ამობეჭდილი და გამოცდა არა 10 ივლისს, არამედ 9 რიცხვში ჰქონდა. 

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს აბიტურიენტის მშობლებმა განუცხადეს, მათ საგამოცდო ბარათი ტელეფონზე მოსული შეტყობინებიდან ამობეჭდეს და არა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან. ბარათზე კი ის მონაცემებია დატანილი, რომელიც მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში იყო მოსული. 

აღსანიშნავია ისიც, რომ აბიტურიენტის მიერ ამობეჭდილ საგამოცდო ბარათზე დატანილი იყო ინფორმაცია, მხოლოდ საგამოცდო ცენტრისა და გამოცდის ჩატარების შესახებ, და არ შეიცავდა სრულყოფილ მონაცემებს. საგამოცდო ბარათზე არ იყო აბიტურიენტის სურათი და შტრიხკოდი, რომლის საშუალებითაც ცენტრი აბიტურიენტის იდენტიფიცირებას ახდენს. 

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ მათ აბიტურიენტს საგამოცდო ბარათი თავად ამოუბეჭდეს და სწორი ინფორმაცია მიაწოდეს, სადაც წერია, რომ აბიტურიენტს გამოცდა 9 ივლისს ჰქონდა, 10 ივლისის ნაცვლად.

აბიტურიენტი მშობლებთან ერთად, ხარვეზის გასარკვევად შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში წავიდა, რათა მათ გამოცდაზე დაშვება სთხოვოს. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება