სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N89 სკოლამ დისტანციური სწავლებისადმი მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებაზე კვლევა ჩაატარა
01-07-2020
-
+


თბილისის N89 საჯარო სკოლის ფსიქოლოგმა თიკო ბეჟანიშვილმა დისტანციური სწავლების მიმართ მოსწავლეთა და მშობელთა დამოკიდებულებაზე კვლევა ჩაატარა. გთავაზობთ ინფორმაციას კვლევის შედეგებზე:

„89-ე საჯარო სკოლამ გადაწყვიტა, ჩაეტარებინა კვლევა იმის გასარკვევად, თუ რა დამოკიდებულება ჰქონდათ მოსწავლეებსა და მშობლებს არსებული სწავლების მოდელის მიმართ. ამისათვის მოხდა კლასების დაყოფა შემდეგ კატეგორიებად: I-VI, VII-IX და X-XII. შედგა კითხვარი როგორც აღნიშნული კლასებისთვის, ისე მშობლებისთვის. კითხვარმა გაიარა ექსპერტული შეფასება. იგი შედგებოდა 12 ღია და დახურული ტიპის კითხვისგან. კითხვარი იყო ანონიმური, მის შესავსებად თითოეულ მონაწილეს დაახლოებით 1 კვირა ჰქონდა.

მიღებული პასუხების ფონზე ნათელი გახდა, რომ დისტანციურ სწავლებაში მოსწავლეების უმეტესობა აქტიურად იყო ჩართული. ისინი ესწრებოდნენ გაკვეთილებს Teams-ში, ჰქონდათ მუდმივი კონტაქტი მასწავლებლებთან, ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს  და თვალს ადევნებნენ ტელეგაკვეთილებს. ასაკის ზრდასთან ერთად ტელეგაკვეთილებზე დასწრების სიხშირე იკლებდა. დისტანციური ურთიერთობისთვის მოსწავლეების მიერ ასევე, აქტიურად იყო გამოყენებული Facebook/Messenger.

რაც შეეხება მშობლების ჩართულობას, აღმოჩნდა, რომ უმეტესი მათგანი საკმაოდ აქტიური აღმოჩნდა სწავლის პროცესში. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ყოველთვის ამოწმებდნენ მათი შვილების ჩართულობას, თუმცა დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში უწევდნენ, როცა ამისი საჭიროება დგებოდა.

მოსწავლეებსა და მშობლებს ვთხოვეთ, დაესახელებინათ დისტანციური სწავლების დადებითი და უარყოფითი მხარეები. ჩამოთვლილი პასუხები აზრობრივად გავაერთიანეთ კატეგორიებში. მათი აზრით, დისტანციურმა სწავლამ ხელი შეუწყო ბავშვებისთვის ახალი უნარების გამომუშავებას, როგორც პიროვნული, ისე ტექნოლოგიური განვითარების თვალსაზრისით. ეს იყო მათთვის სიახლეების ძიების დასაწყისი. ასევე, წაახალისა ინდივიდუალური მიდგომების გამოყენების შესაძლებლობა. მნიშვნელოვან ფაქტორად დასახელდა დროისა და გარემოს კონტროლის შესაძლებლობა. სტრესისა და ხმაურის დონის შემცირებამ, მათი აზრით, პოზიტიური გავლენა იქონია სწავლის ხარისხზე.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, აბსოლუტური უმრავლესობა ასახელებდა ტექნიკურ ხარვეზებს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ხელისშემშლელ ფაქტორად. ასევე, გადაჭარბებულ ინტერნეტდამოკიდებულებას, რაც უარყოფითად აისახებოდა მათ ჯანმრთელობაზე. უარყოფით მხარედ დასახელდა რეალური ურთიერთობების სიმცირეც, რის გამოც ხშირად უჭირდათ სასწავლო პროცესის ადეკვატური აღქმა. კვლევაში მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ დისტანციური სწავლება თავისი ხარვეზებიდან გამომდინარე ვერ შეედრებოდა სრულყოფილ სასწავლო პროცესს.

კითხვარის დასასრულს მონაწილეებს ვთხოვეთ, სასწავლო პროცესის დახვეწისთვის მიეცათ სკოლისთვის რჩევები და რეკომენდაციები. სკოლას მიეცა რჩევა, რომ უფრო მეტი სიხშირით გამოეყენებინათ ვიზუალური სახით წარმოდგენილი პრეზენტაციები Power Point-ის მეშვეობით, რაც სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს გახდიდა.

მათი ძალიან დიდი ნაწილი ერთხმად აღიარებდა, რომ სკოლამ არ დაიშურა ძალისხმევა იმისათვის, რომ სწავლა  გაგრძელებულიყო. მათი აზრით, ის გამოწვევა როგორიც იყო დისტანციური სწავლება, სკოლამ წარმატებით დაძლია, ამიტომ ურჩევდნენ, გაყოლოდნენ იმ კურსს, რომელიც თავიდანვე აირჩიეს.   

როგორც ვნახეთ, აღნიშნული კვლევა საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. მიღებული შედეგები განვიხილეთ დირექციასთან და მასწავლებლებთან ერთად. ვიმსჯელეთ დისტანციური სწავლების უარყოფითი მხარეების დაძლევისა და რეკომენდაციების გათვალისწინების გზებზე.

სკოლა მადლობას უხდის კვლევაში მონაწილე თითოეულ მოსწავლესა და მშობელს. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია აუცილებლად მოახდენს გავლენას პროცესზე და გათვალისწინებული იქნება მომავალი სასწავლო წლისთვის“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება