სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

სპექტაკლები ლონდონში, პიკასოს მუზეუმი ბარსელონაში და ტექნო ბერლინში: 5 ვირტუალური მოგზაურობა ევროპაში
19-07-2020
-
+


სახლში ჯდომა რთულია - განსაკუთრებით, როდესაც აცნობიერებ, რამდენ შესაძლებლობას უშვებ ხელიდან. იმედია, სულ მალე შევძლებთ საზღვარგარეთ მოგზაურობასა და ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას, მანამდე კი ტექნოლოგიების წყალობით ამის გაკეთება ვირტუალურად არის შესაძლებელი.

ლონდონი

თქვენ არასდროს ყოფილხართ ასე ახლოს ამ მეგაპოლისთან, როგორც ახლა. შესაძლებელია მშვიდად გაისეირნოთ ბუკინგემის სასახლეში ან პარლამენტის შენობაში. 

ასევე „ლონდონის თვალის“ სიმაღლიდან ცენტრალური ლონდონის მთავარი ღირსშესანიშნაობებით დატკბობა არის შესაძლებელი.

საღამოს კი თეატრში „წასვლა“ და YouTube-ზე სამეფო ნაციონალური თეატრის სპექტაკლების ნახვა შეგიძლიათ, ინგლისური კინოს ვარსკვლავებით.

პარიზი



დიდი ხანია პარიზის ნახვაზე ოცნებობთ? ახლა ამას შეძლებთ. შედით საიტზე და სუნთქვა შეიკავეთ: აი ასე გამოიყურება პარიზი.

ხოლო თუ გსურთ, უკეთ გაიცნოთ ფრანგული კულტურა, პარიზის სახვითი ხელოვნების ორსეის მუზეუმს ესტუმრეთ.

ბერლინი



ბერლინი - თეატრების, კრეატიული სივრცეების და საუკეთესო მუსიკალური საღამოების ქალაქია. ტექნოლოგიების წყალობით თქვენ შეგიძლიათ აღმოჩნდეთ ქალაქის კულტურული ცხოვრების ცენტრში, თუნდაც სულ რამდენიმე საათით.

თეატრი Schaubuehne კარანტინის დროს ყოველდღიურად 18:00 საათზე სპექტაკლებს ტრანსლირებს.

ასევე ბერლინი ცნობილია მუსიკალური საღამოებით - კარანტინის დროს საცეკვაო დარბაზმა სახლში გადაინაცვლა, დიჯეებმა კი მონიტორების ეკრანებზე. აირჩიეთ ჟანრი და იცეკვეთ ბერლინის კლუბების მუსიკაზე. უბრალოდ მეზობლების შესახებ არ დაივიწყოთ.

ბარსელონა


მზის ენერგიით დასამუხტად, გირჩევთ ბარსელონაში გაისეირნოთ. შესაძლებელია ქალაქის ყველაზე ცნობილი ადგილების როგორც ფასიანი ისე უფასო ტურების მოძებნა. უფასო ვერსიაშიც კი თქვენ შეძლებთ ქალაქი დაათვალიეროთ და მოუსმინოთ ისტორიულ ცნობებს ინგლისურ ენაზე.

ბარსელონაში მუზეუმებიც მუშაობენ ვირტუალურად: გთავაზობთ შეიხედოთ პიკასოს მუზეუმში და მისი ნამუშევრებით დატკბეთ.

რომი


Prowalk Tours გაგასეირნებთ ქალაქში და გაჩვენებთ ადგილებს, რომლებიც, შესაძლოა რომში ყოფნის შემთხვევაშიც არ გქონდეთ ნანახი. გასეირნება ხუთი საათი გრძელდება -მაგრამ ღირს - ქალაქში რეალურად ყოფნის შეგრძნება გარანტირებულია. შესაძლოა, რაღაც მომენტში ახალმოდუღებული ექსპრესოს სურნელებაც კი იგრძნოთ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება