სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვირტუალური მოგზაურობა „ოქროს კვეთის“ სამყაროში“ - ახალციხის N5 სკოლის მათემატიკის პედაგოგების ხელმძღვანელობით ონლაინ ღონისძიება გაიმართა
03-06-2020
-
+


ახალციხის N5 საჯარო სკოლის მათემატიკის კათედრის პედაგოგების: ნანა დათაშვილის, ნაზი ჯინჭველაძის, მაია მამულაშვილის, დიანა ზუმბაძის, მაკა აზირაშვილისა და ირინა მელიქიძის ხელმძღვანელობით Microsoft Teams-ში გაიმართა ვირტუალური მოგზაურობა „ოქროს კვეთის“ სამყაროში.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო მათემატიკის მასწავლებელი - ნანა დათაშვილი. ვირტუალურ ტურს ესწრებოდნენ დირექციის წარმომადგენლები - ინგა ვარდიძე, ზოია ბალიაშვილი, პედაგოგიური კოლექტივი და მოსწავლეები.

ღონისძიების მიზანი იყო მათემატიკისა და „ოქროს კვეთის“ კავშირის წარმოჩენა, საზოგადოებისათვის აღნიშნული საკითხის გაცნობა, დაინტერესება.
ღონისძიებას უძღვებოდა ნ.დათაშვილი, Sway-ში მომზადებული პრეზენტაციის თანხლებით. „მოგზაურობის“ დასაწყისში სტუმრებმა დაათვალიერეს ღონისძიებისთვის საგანგებოდ შექმნილი „ოქროს კვეთის“ ვირტუალური საგამოფენო დარბაზი.
„მოგზაურობა“ გაიმართა შემდეგი მიმართულებებით:
„ოქროს კვეთის ისტორია“-პრზენტატორი: ლია აბულაძე (Xგ კლასი);
„ოქროს კვეთასთან“ დაკავშირებული ამოცანების განხილვა - პრეზენტატორი: მარიამ ზედგინიძე (IXე კლასი);
„ოქროს კვეთა“ და სიმეტრია - პრეზენტატორი: კოტე ლეკიშვილი (IXდ ლასი);
„ოქროს კვეთა“ ბუნებაში - პრეზენტატორი: პავლე საანიშვილი (IXა კლასი);
„ოქროს კვეთა“ გეოგრაფიაში - პრეზენტატორი: სალომე ნებაძე (Xე კლასი);
„ოქროს კვეთა“ პოეზიასა და მუსიკაში - პრეზენტატორი: დავით ნასყიდაშვილი (IXა კლასი);
„ოქროს კვეთა“ და ადამიანი - პრეზენტატორი: მარიამ ბერიძე (Xა კლასი);
„ოქროს კვეთა“ ხელოვნებაში - პრეზენტატორი: ნინო ჯვარიძე (IXა კლასი);
„ოქროს კვეთა“ არქიტექტურაში - პრეზენტატორი: ნელი პარუნაშვილი (IXა კლასი);
„ოქროს კვეთა“ და თანამედროვეობა - პრეზენტატორი: ავთანდილ ჯინიუზაშვილი (IXა კლასი);

მოსწავლეთა მიერ წარმოდგენილი საინტერესო პრეზენტაციების შემდეგ მათემატიკის მასწავლებელმა ნაზი ჯინჭველაძემ დამსწრე საზოგადოების ყურადღება „ოქროს კვეთის“ პროპორციასთან დაკავშირებულ ძალიან საინტერესო ფაქტებზე გაამახვილა, რამაც მსმენელთა დიდი დაინტერესება გამოიწვია.
ამის შემდეგ, ნანა დათაშვილმა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, დამსწრეთ წარუდგინა მის მიერ სხვადასხვა პროგრამის საშუალებით შექმნილი ელექტრონული რესურსები, მათ შორის, ერთ-ერთით - დღევანდელი რეალობის ამსახველი ანიმაციური ფილმით - „სწავლა-სწავლება სოციალური დისტანციის პირობებში“, დასრულდა ვირტუალური ტური. როგორც წარმოდგენილმა ელექტრონულმა რესურსებმა, ასევე, ღონისძიებამ დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. სიტყვაში გამოვიდნენ მათემატიკის მასწავლებლები. სკოლის ხელმძღვანელობამ, დამსწრე საზოგადოებამ დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ღონისძიება.
საფინალო აკორდი კი მონაწილე მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოება იყო. მათ ინგა ვარდიძემ ელექტრონული სიგელები გადასცა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება