სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„რამდენიმე პრობლემამ იჩინა თავი, სკოლას არ უნდა ეშინოდეს თამამი ნაბიჯების“ - მანანა რატიანი 3 დისტანციურ გამოწვევასა და ცვლილებებზე
31-05-2020
-
+


სასწავლო პროცესი ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო, 99%-ით სახელმძღვანელოზე დაფუძნებული გაკვეთილი ვერ ჩატარდება საკლასო ოთახში - აცხადებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი დისტანციური სწავლების გამოწვევებზე საუბრისას და პრობლემების სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფს. 

მასწავლებლების ტექნიკურ დეტალებზე ორიენტირებულები გახდნენ და ინტერაქცია მეორე ხარისხოვანი გახდა - ეს არის პირველი ხარვეზი, რომელსაც რატიანი დისტანციურ სწავლებაზე ასახელებს. 

„სკოლებმა და მასწავლებლებმა მოკლე დროში მობილიზების უნარი გამოაჩინეს. ვირტუალური საკლასო ოთახი რეალურისგან ძალიან განსხვავდება. დისტანციური სწავლების პროცესში რამდენიმე პრობლემამ იჩინა თავი და მომავალში ამისკენ მოგვიწევს ყურადღების მიქცევა. 

პირველ რიგში ის არის, რომ თითქოსდა უფრო ტექნიკურ დეტალებზე ორიენტირებულები გახდნენ მასწავლებლები და ის გრძელვადიანი მიზანი, ღირებულებები, ემოციები, რომელიც მნიშვნელოვანია სოციალური ინტერაქციისას, უკანა პლანზე გადავიდა. მასწავლებელი შედიოდნენ თავისი სათქმელი ეთქვათ, დავალებები მიეცათ, დროზე ჩაებარებინათ დავალებები და ტექნიკური ხასიათი მიიღო, ღირებულებითი, ცოცხლი ინტერაქციის ნაწილი, რომელიც საკლასო ოთახს ახასიათებს, ნაკლებად გადმოვიდა. ამას დაემატა ისიც, რომ რეკომენდაციით, 20 წუთით შემოიფარგლა. ეს დრო იმისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ კონკრეტული საკითხი აეხსნათ და მოსწავლეებისგან მოესმინათ“ - ამბობს რატიანი. 

მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილის თქმით, სამომავლოდ, საკლასო ოთახშიც ბევრი რამ იქნება სხვანაირად გადასაწყობი: 

„საკლასო ოთახის მიღმაც იქნება ბევრი რამ შესაცვლელი. პირველი -  ეს არის რეგულაციის მეტად შერბილება და სკოლების ავტონომიისკენ მეტი ნაბიჯების გადადგმა. ისიც მოახერხეს სკოლებმა, თუკი მოსწავლეს ტექნიკური ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ, რესურსები სკოლიდან გაეტანათ და მიეტანათ სახლებში. ამის არაერთი მაგალითია, კერძო და საჯარო სკოლებისგან. ფაქტია, რომ სკოლის დირექციას არ უნდა ეშინოდეთ თამამი ნაბიჯების გადადგმის და მან უნდა იცოდეს კრიზისულ ვითარებაში როგორ მოხდეს მენეჯმენტი. კრისიზისულ ვითარებაში მეტი რამ შეიძლება გაკეთდეს, ვიდრე მხოლოდ იმ რეკომენდაციებს დაეყრდნო, რაც სამინისტროსგან მოდის. 

მეორე - ეს არის ელექტრონული რესურსების ნაკლებობა მასწავლებლებისთვის და ახლა ცდილობს განათლების სამინისტრო და სხვადასხვა ორგანიზაცია ეს ამოავსოს. სახელმწიფო დიდ თანხებს ხარჯავს, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ უფასო სახელმძღვანელოები, გრიფირების პროცესის მთელი ციკლი მიმდინარეობს. მაგრამ ბეჭდური სახელმძღვანელოები, რომლებიც გამოსადეგი არ აღმოჩნდა დისტანციურ სწავლებაში. შესაბამისად, ფიქრი უნდა დავიწყოთ, რომ ელექტრონული სახელმძღვანელოებს ის სრული შემადგენლობა ექნება, რაც უნდა ჰქონდეს. რაც უფრო მეტი იქნება ტექნოლოგიურად გამდიდრებული სასწავლო პროცესისკენ გადადგმული და პროფესიული განვითარებისკენ მასწავლებლებისთვის შეთავაზებული, მით უფრო კარგია. 

ამ გამოცდილებამ რაც აჩვენა, რა უნარებიც განივითარეს ძალიან სწრაფად, ბევრს მოეწონა ტექნოლოგიურად გამდიდრებული სასწავლო პროცესი, ამის გადატანა საკლასო ოთახში წარმატებით შეიძლება. ის საკლასო ოთახები, რომლებიც ონლაინ გაკეთებული აქვთ მასწავლებლებს, შესაძლოა კლასგარეშე აქტივობების, პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს დაიხმარონ. ამ კრიზისულ ვითარებას და ამ მობილიზებას კარგი შედეგი შეიძლება მოჰყვეს და უფრო გაამდიდროს სასწავლო პროცესი, ვიზუალური და ელექტრონული მასალებით. სასწავლო პროცესი ვეღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო, 99% სახელმძღვანელოზე დაფუძნებული გაკვეთილი ვერ ჩატარდება საკლასო ოთახში“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება