სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცხოვრების ახალი ეტაპი სასიამოვნო სიახლეებით სავსე ყოფილიყოს“ - ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი XII კლასელებს ემშვიდობება
21-05-2020
-
+


ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი მე-12 კლასელებს თბილი სიტყვებით აცილებს სკოლიდან. დირექტორმა მარიკა დუმბაძემ მეთორმეტე კლასელებისთვის მისალოცი ბარათი მოამზადა.

„დღევანდელი რთული რეალობიდან გამომდინარე, ასე მიწევს თქვენთვის  მნიშვნელოვანი ეტაპს დასრულების მოლოცვა, ასე დისტანციურად მომიწია თქვენთან დამშვიდობება და  ჩემი სკოლაში მუშაობის პერიოდის პირველი მეთორმეტე კლასელების გაცილება, არც ისე დიდი დროა გასული ჩემი თქვენთან ერთად ყოფნისა, ვერ შევძელით ბევრი კარგი, საერთო და სასიამოვნო მოგონებების დაგროვება, თუმცა ჩვენ ერთმანეთს აუცილებლად შევხვდებით, აუცილებლად ავინაზღაურებთ დაკარგულ დროს. 

გილოცავთ სკოლის დამთავრებას, გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას, გისურვებთ ყოფილიყავით მუდამ წარმატებულები, შეუპოვრები, ბედნიერები თქვენი ცხოვრებით, ბევრ წინსვლას გისურვებთ, დაუფლებოდით თქვენს მიერ არჩეულ პროფესიებს სიღრმისეულად, საუკეთესო წლებია სტუდენტობის წლები და ეს ის ეტაპია, რისგანაც იღებ პროფესიულ და ცხოვრებისეულ ცოდნას, საუკეთესო სტუდენტობის წლები გქონოდეთ.  საამაყო მამულიშვილები იქნებით ვიცი. თქვენი ცხოვრების თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე  სიკეთე გეთესოთ, სხვათა დახმარების, თანადგომის გრძნობა არასოდეს დაგეკარგოთ.

ცხოვრების ახალი ეტაპი სიურპრიზებით, სასიამოვნო სიახლეებით სავსე ყოფილიყოს. თითოეული თქვენგანი ძალიან ძვირფასი ხართ ჩემთვის,  მუდამ მზად ვარ ვიყო თქვენს გვერდში. ამაყი ვიქნები მუდამ თქვენი წარმატებებით, მუდამ პოზიტიური, მხიარულები და ხალისიანი კლასი იყავით ჩემთვის და ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით, ვართ და ვიქნებით, ასე იქნება ნებისმიერ დროს.

მაქსიმალურად დაიხარჯეთ თქვენი ბედნიერებისთვის, მაქსიმალურად გამოიყენეთ ის სანსები, რასაც ცხოვრება გთავაზობთ, არასოდეს დაიხიოთ უკან, არასოდეს მოიხედოთ სინანულით უკან, მაქსიმალური სიამოვნება მიიღეთ ცხოვრებისგან. ცხოვრება რთულია, თუმცა ძლიერები უნდა იყოთ, მყარად უნდა იდგეთ მუდამ ფეხზე და რაც მთავარია, ღირსეული ადამიანები იყავით, სამაგალითონი სხვებისთვის.

გილოცავთ კიდე ერთხელ ჩემო ძვირფასებო, გახსოვდეთ თქვენი მომავალი მხოლოდ თქვენს ხელშია და იბრძოლეთ ყოველწამიერად, რათა საუკეთესო ცხოვრება გქონოდეთ. ძალიან მიყვარხართ".

დიდი სიყვარულით თქვენი დირექტორი მარიკა დუმბაძე

წერილი გამოგზავნილია თემის - „ბოლო ზარები“ რეკავენ !!! ჩვენი გულებიც ფეთქავენ !!!“ გამოხმაურების ფარგლებში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

ახალი სასწავლო წლისთვის სახელმძღვანელოების დარიგება დაიწყო - რა ევალებათ რესურსცენტრებს

კვალიფიკაციის ამაღლება კერძო ბაღებისა და სკოლების პედაგოგებსაც შეეხება 

სკოლებში თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი ნიშნები უნდა განათავსოთ - რეკომენდაციები დირექტორებისთვის 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს უნარებსა და ხელოვნებაში

პიროვნება

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები
სასკოლო გაზეთზე მუშაობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, განივითარონ კვლევითი, ანალიტიკური და ჟურნალისტური უნარები
სკოლის ადმინისტრაცია მართა ფხაკაძეს მიღწეულ გამარჯვებას ულოცავს და უსურვებს კიდევ მრავალ წარმატებას
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება