სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მადლობა მასწავლებლებს! - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ასე იყო პანდემიამდეც და ასე იქნება შემდეგაც!
14-05-2020
-
+


ორი თვეა დავრჩით სახლში და ასე ვსწავლობთ და ვმუშაობთ. ამან უფრო მეტად მიგვაჯაჭვა ინტერნეტს და კიდევ უფრო ახლობელი გახადა ონლაინ პლატფორმები. მათ შორის განსაკუთრებულია etaloni.ge

ჩვენ ვსვამთ თქვენთვის აქტუალურ კითხვებს, ვისმენთ სკოლის დირექტორებისა და მასწავლებლების მოსაზრებებს, გთავაზობთ ყველა მხარის არგუმენტებს, გითმობთ პლატფორმას ერთმანეთისთვის გამოცდილების გასაზიარებლად, გაძლევთ რჩევებს მუშაობის გამარტივებისთვის, განვიხილავთ განათლებაში განვითარებულ აქტუალურ მოვლენებს და რაც მთავარია, პირველები ჩვენგან იგებთ მიმდინარე სიახლეებს. ამას თქვენი გამოხმაურებები და სოციალურ ქსელებში ჩვენი მასალების გაზიარებებიც მოწმობს, რაც დისტანციური სწავლა-მუშაობის დროს კიდევ უფრო გაიზარდა.

მაშინ, როდესაც გაუსაძლისი კარჩაკეტილობისას ყველას ყურადღება პოზიტიური სიახლეებისკენ არის მიმართული, ჩვენ თქვენთვის ვმუშაობთ, რომ სანდო და საჭირო ინფორმაცია, ოპერატიულად მოგაწოდოთ. თქვენგან მიღებული აქტიური უკუკავშირი კი უფრო მეტ მოტივაციას გვმატებს სამომავლოდაც.

ამ პანდემიის რთულმა დრომ, კიდევ უფრო მჭიდრო და ურყევი გახადა ჩვენი კავშირი. განათლების სფეროს ნებისმიერ წარმომადგენელს მოგმართვთ: - ჩვენ ვაფასებთ თქვენს შრომას და გიცხადებთ თანადგომას!

გვიხარია, რომ ბოლო დროს ხშირად გვესმის მასწავლებლების მისამართით გადახდილი მადლობები და ჩვენ არა მხოლოდ ვუერთდებით ამ მადლიერებას, არამედ მხარდაჭერას და თანამშრომლობას უფრო მეტი მონდომებით გპირდებით. მადლობა ჩვენს თანამოაზრე სკოლებსა და მკითხველს ერთგულებისთვის. გპირდებით, მომავალშიც უამრავი საინტერესო პროექტითა და შესაძლებლობებით გაგანებივრებთ. გახსოვდეთ, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ასე იყო პანდემიამდეც და ასე იქნება შემდეგაც!

გარდა იმისა, რომ ჩვენი საიტი თქვენს ინფორმირებულობაზე ზრუნავს, ოპერატიულად და მიუკერძოებლად გაწვდით განათლებაში მიმდინარე სიახლეებს, პანდემიის პირობებში, მაშინ როცა ახლობლებთანაც კი დიტანცირება გიწევდათ, ვეცადეთ კიდევ უფრო ახლოს ვყოფილიყავით თქვენს გვერდით. მონატრების ერთი თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ - სწორედ ამ სათაურით დაგითმეთ ასპარეზი, რათა მიგეწვდინათ ხმა ფართო აუდიტორიისთვის. თქვენმა გამოხმაურებამ კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვახარებს. ახლა უკვე ფიქრში დარჩენილი 200–ზე მეტი ადამიანის ჩანახატი, მოსაზრება თუ ემოცია ერთ სივრცეში იყრის თავს. 

ჩვენს ახალ პროექტს და დისტანციურ ფორმატში მასწავლებლების განსაკუთრებულ დაფასებას დადებითი შეფასებები მოჰყვა მკითხველისგანაც. პანდემიის დროს გაწეული შრომისთვის პედაგოგების მისამართით მოსწავლეებისა და მშობლების გამოთქმულ მადლობას, რომელიც ფართო საზოგადოებას ჩვენი საიტით გავაცანით, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი მაია ხაჯიშვილი უერთდება, შემდეგი მინაწერით: 

„მახარებს, რომ ასეთი წერილები მრავლადაა ჩვენი სკოლების, მასწავლებლების მისამართით! მადლობა მასწავლებლებს, დირექციის წევრებს. აქვე, განსაკუთრებული მადლობა მშობლებს! მხოლოდ თქვენი ჩართულობით, მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი ამ რთულ გამოწვევასთან გამკლავება. ჩვენ ერთად ვზრუნავთ მომავალ თაობაზე, მათ ჯანმრთელობასა და განათლებაზე“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებმა გამოცდაზე ამ ქულებზე ნაკლები არ უნდა მიიღონ - მინიმალური ბარიერები, საგნების მიხედვით, ცნობილია

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება