სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ალბათ, ფიქრობთ, ირგვლივ ამდენი პრობლემაა და ესენი რა ჭკუამხიარულები არიანო...“ - ფოთის N5 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლის ჩანახატი
11-05-2020
-
+


ილია ჭავჭავაძის სახელობის ფოთის N5 საჯარო სკოლის მე-7 ა კლასის მოსწავლე ლიზი წოწონავა ჩანახატს აკეთებს, სადაც კორონავირუსის გამო შეცვლილ ყოველდღიურობაზე გვიყვება. მოსწავლის ნამუშევარს ჩვენ უცვლელად გთავაზობთ:


ძალიან ხშირად გვიფიქრია, გვიმსჯელია, დაგვიწერია კიდეც, რა გვასწავლა ამა თუ იმ ნაწარმოებმა,ამა თუ იმ მწერალმა ან ამბავმა, ამიტომ სათაური რომ წავიკითხე: ,,მონატრების ერთი თვე-რა მასწავლა სიჩუმემ? ‘’-სიმართლე გითხრათ, მემცხეთა - ისევ რა მასწავლა? ნეტა რა უნდა ესწავლებინა სიჩუმეს -მეთქი? გამოგიტყდებით და იმანაც გამკრა გულში, სიჩუმეღა მაკლდა მასწავლებლად-მეთქი, მაგრამ... კარგად რომ დავფიქრდი, ბევრი რამ  გამახსენდა..

თავიდან  დავიწყებ - კარანტინი როდესაც გამოაცხადეს, სიმართლე გითხრათ, გამიხარდა. როდესაც გავიგე, სკოლა აღარ იქნებოდა, გარკვეულწილად გულიც დამწყდა, მაგრამ  მიხაროდა, რომ აღარ მიწევდა დილით ადრე ადგომა, აღარ გამაღვიძებდა ჩემი და ელენე მუსიკით  და არ მომიწევდა ბალიშის დაფარება თავზე, არ მომიწევდა კარგი სიზმრების შეწყვეტა, მიხაროდა და გაკვირვებულიც  ვიყავი...

ელენე სულ ჭადრაკზე იყო,  ამიტომ გაკვეთილების მეცადინეობაც გვიან უწევდა, გვიან წვებოდა, როდესაც მე უკვე მეძინა. რაც კარანტინი გამოცხადდა და დავალებებიც ისეთი ხშირი არ აქვს, ვახერხებთ, რომ ერთმანეთს ტკბილი ძილი ვუსურვოთ და ხელჩკიდებულები ვიძინებთ, მე  მაშინვე მეძინება და ძალიან სასიამოვნო სიზმრებს ვხედავ...

მე და მამა ერთი გუნდი ვართ, რაც სკოლაში აღარ დავდივარ, ჩვენი გუნდი გაძლიერდა, დილას მე და ელენე დედიკოსა და მამიკოს ოთახში შევდივართ, მე ფარდას ვწევ და კარებს ვაღებ  სუფთა ჰაერისთვის, მერე მე  კრივის ხელთათმანები მომაქვს, მამას ვაწვდი და იწყება ორთაბრძოლაც... ელენე და დედა ერთმანეთს სულ აწვალებენ, სასტუმრო ოთახში ერთი დიდი ოვალური მაგიდა გვაქვს და ამ მაგიდის ირგვლივ  დარბიან, მე და მამა სულ ვჭიდაობთ, მერე  გუნდში ელენეც შემოგვიერთდა და ყოველ საღამოს მაინც გვესხმის  მამიკო თავს, ელენე ხელებს დაუჭერს, მე კიდევ ვუღიტინებ, მაგრამ მამა რომ ადგება, მასთან შედარებით ჭიაყელები ვართ, დაგვაბერტყებს, დაგვფერთხავს და იძახის, გამარჯვებული გამოცხადებულიაო, თან ხელებს ისე წევს, თითქოს გლადიატორია და ბრძოლაში გაიმარჯვა, საპასუხო დარტყმას ჩვენც ვთავაზობთ ხოლმე, ვეპარებით და ვცდილობთ, წავაქციოთ ჭიდაობით, მაგრამ ბოლოს წკიპურტით გვიშორებს, მე არ მიყვარს ისეთი ბრძოლა, სადაც მამა შვილს აგებინებს, ამიტომაცაა, სულ რომ გვიგებს... ვიცი, ახლა, ალბათ, ფიქრობთ, ირგვლივ ამდენი პრობლემაა და ესენი რა ჭკუამხიარულები არიანო... არა,ბატონო, იმასაც კარგად ვხვდებით, რომ დედიკო და მამიკო ამდენ გასართობს სწორედ იმიტომ იგონებენ, ჩვენც რომ არ გადმოგვედოს მათი დარდი და სევდა...არც ჩვენ ვართ ისეთი პატარები, ვერ ვხვდებოდეთ, რა ხდება, მაგრამ მაინც გვინდა, კარგი უფრო მეტი დავინახოთ ამ იძულებით შინყოფნაში,ვიდრე-ცუდი..

დიახ, ყველაზე კარგი ამ შინჯდომისას ჩვენი სიარული იყო სოფელში.

ჯერ ცალ-ცალკე მივყავდით მამას  მე და ჩემი და, მაგრამ მერე გადავწყვიტეთ, რიგრიგობით წავსულიყავით, ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს- ელენე, დანარჩენ დღეებში კი- მე, ძალიან ბევრი ვიშრომეთ, დავთესეთ, დავრგეთ, ხეებს კირითაც კი ვღებავდი, მამა მეუბნებოდა, რომ ყველა ხე მელოდებოდა, როდის შევღებავდი და ყველა ,,ლიზი, ლიზი ,მოდი ჩვენთანო,’’-  გაიძახოდა...  

ბევრ რამეზე თითქოს თვალიც ამეხილა-ფაქტობრივად, დედამიწა თავიდან დაიბადა...

ჩვენს ეზოში ერთი ძაღლია, ძალიან საყვარელი, მანაც ამოისუნთქა, აღარ უწევს ყეფა მანქანებისთვის, რომ გაიგუდა გამონაბოლქვში და მეტი აღარ შეუძლია,ახლა  შიგა და შიგ ყეფს ხოლმე...

მე უფრო მეტი დრო  აღმომაჩნდა ამ კარანტინში, რომ  დამეხატა, ან რამე სახალისო გამეკეთებინა,  დედას ნამცხვრების გამოცხობაში ვეხმარებოდი, მართალია, მერე მე და ელენე ფქვილით ვთამაშობდით, მაგრამ დედა ვერ ბრაზდებოდა, როცა ჩვენს მომღიმარ სახეებს ხედავდა, მეც და ელენესაც ონლაინ ჩართვები გვქონდა ჩვეულებისამებრ, ელენე უფრო იყო მონდომებული, ვიდრე მე, მაგრამ შემდეგ ელენეს ჭადრაკში დაეწყო  ჩართვები, შესვენება კი, მაგრამ ძალიან დიდი ხანი იჯდა, მერე კამერაც ჩაართვევინეს და ხმასაც არ ათიშინებდნენ, რომ მივსულიყავი და რამე მეკითხა, ჩემს ოთახში წესიერად შესვლა არ შემეძლო,არც  ლოგინზე დახტომა, სამაგიეროდ ,გული მიგრძნობდა ,რა დროს რა სჭირდებოდა: მაუსი, წყალი თუ  კალამი... 

მაგრამ  ნელ-ნელა ეს ყველაფერი მოსაწყენი გახდა, ახალი არაფერია, მენატრება ბავშვებთან ერთად გართობა, ჩემს მასწავლებელთან-რუსიკო ბაბილუასთან ფორტეპიანოზე დაკვრა, მასწავლებლები, სკოლა, მხიარულება, როცა მოლოდინში ხარ, როდის მიიტან სკოლაში დავალებას, ქართულის თემები, ფიზიკის ამოცანები,ხატვა ლია მასწავლებელთან ერთად, მენატრება ყველა  ბედნიერი და საამოდ გასახსენებელი წუთი,საბოლოოდ კი მივხვდი, რომ უნდა დავაფასოთ ის, რაც ახლა გაგვაჩნია,თორემ მომავალში     მოგვენატრება, მონატრებისგან თავის დაღწევა კი რთულია, ამიტომ გადავწყვიტე, ახალი მოგონებები შემექმნა, სადაც თავიდან დაიწყებოდა ყველაფერი, არ დავივიწყებდი ძველს და შევქმნიდი ახალ ბედნიერ მოგონებებს, მერე რა, რომ კარანტინია, მაინც უნდა გავიხალისოთ თავი, არ შევუშინდეთ და გავაგრძელოთ ბედნიერი ცხოვრება... ყველაფერი ჩაივლის...ეს სიჩუმეც ხმაურით შეიცვლება-ასე მონატრებული ხმაურით...ცხოვრება გაგრძელდება, იქნებ,მალე ისიც მომბეზრდეს,რაც ახლა მომენატრა,მაგრამ არა უშავს,მთავარია, ყველა უსიამოვნება უკან დაგვრჩეს და ახალი ცხოვრება დავიწყოთ ასე მონატრებულებმა,ასე დაღლილებმა სიჩუმით, შინ ჯდომით, მომაბეზრებელი ერთფეროვნებით, უსტუმრო, ერთფეროვანი დღეებით...
 
ჩანახატი გამოგზავნილია „მონატრების 1 თვე - რა გვასწავლა სიჩუმემ“ თემის გამოხმაურების ფარგლებში

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი წესები და 4 მთავარი მიმართულება სკოლებში - დირექტორებთან რერსურსცენტრები შეხვედრებს ატარებენ

 მასწავლებლის სახლმა ახლი სასწავლო რესურსი გამოაქვეყნა

ინფორმაცია მასწავლებლებისთვის - გამოცდის შედეგის შესახებ ცნობის ასაღებად

ფორმა უფასოდ გადაეცემა მრავალშვილიან ოჯახებს, რომლებსაც ოთხი და მეტი შვილი და სოცდაუცველის სტატუსი აქვთ ( 65 000 ქულაზე მეტი და 120 001 ქულაზე ნაკლები) 

ეხება თუ არა მასწავლებელთა საპენსიო შენატანსა და ხელფასებს ცვლილებები სკოლების ვაუჩერული დაფინანსების წესში

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლა „ანაბასისის“ VII ბ კლასმა ფიზიკის გაკვეთილი კვლევით გამოცდილებად აქცია

„ანაბასისის“ მოსწავლეებმა ძამას ხეობაში საგანმანათლებლო ექსკურსია მოაწყვეს

წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დაუვიწყარო საზაფხულო დღეები თრუსოს ხეობის ბანაკში 

ქობულეთის წმინდა კირიონ II-ის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში საზაფხულო ბანაკი ღონისძიებით გაიხსნა, რომელიც პატრიარქ ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა

სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვირის საჯარო სკოლა
ტყვირის საჯარო სკოლის მოსწავლე „გაეროს მოდელირების“ საუკეთესო დელეგატებს შორის დასახელდა.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება