სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

კონდიციონერს კორონავირუსის გავრცელება შეუძლია - მეცნიერები თვლიან, რომ ეს პრობლემა კარანტინის შემდეგ ბევრს შეექმნება
05-05-2020
-
+


ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში კონდიციონერის გამო COVID-19-ით ცხრა ადამიანი დაინფიცირდა. მეცნიერები თვლიან, რომ კარანტინის მოხსნის შემდეგ ამ პრობლემას ბევრი რესტორანი წააწყდება.

2020 წლის იანვარში გუანჯოუს ერთ-ერთ რესტორანში კორონავირუსით ​ინფიცირებულმა უსიმპტომო ადამიანმა ისადილა. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრში ვარაუდობენ, რომ მის გამო ამ შენობაში კიდევ 9 ადამიანი დაავადდა. მეცნიერები თვლიან, რომ ინფექცია კონდიციონერის დახმარებით გავრცელდა, რადგან სავენტილაციო სისტემას ჰაერში ვირუსების შენარჩუნება შეუძლია.

„ამ დღეს რესტორანში კიდევ 73 სტუმარი და 8 თანამშრომელი იყო - ისინი კორონავირუსით არ დასნებოვნებულან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსი ძირითადად გადადის დიდი წვეთებით და არა პატარით“, - თვლიან მეცნიერები.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ყველა დაავადებული ადამიანი ერთ ან მეზობელ მაგიდასთან იჯდა. ამიტომ მაგიდებს შორის ორმეტრიანი მანძილი, რომლის რეკომენდაციას ადრე ამერიკის დაავადებების კონტროლისა და პრევენციის ცენტრი იძლეოდა, „შესაძლოა არ იყოს უსაფრთხო“.

ახალ ინფექციურ დაავადებათა და ჯანდაცვის საფრთხეების მუდმივი კომიტეტის ხელმძღვანელმა ჰარვი ფაინბერგმა რესტორნებს რეკომენდაცია მისცა - მაგიდების განლაგებისას კონდიციონერის ჰაერის მიმართულების შესახებ ახსოვდეთ და ასევე დრო და დრო ვირუსების გასანადგურებლად ბაქტერიციდული ნათურები გამოიყენონ.

„კვლევა უნდა გაგრძელდეს, რომ სამომავლოდ უზრუნველყოფილი იყოს არა მხოლოდ რესტორნების და გასართობი ადგილების უსაფრთხოება, არამედ სამუშაო ადგილებისაც“, - განაცხადა ფაინბერგმა.

ასევე ცენტრში აღნიშნეს, რომ სახლის გარეთ ნებისმიერ სადილს შეუძლია დასნებოვნების რისკი გაზარდოს. რაც უფრო დიდხანს იმყოფება ადამიანი სავარაუდო ინფიცირებულ ზონაში, შესაძლებელია ვირუსის მით უფრო მეტი ნაწილაკი შეისუნთქოს.

„დამატებით რისკებს ქმნის ჭამის დროს დამცავი ნიღბების ტარების შეუძლებლობა“, - გვახსენებენ ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრიდან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება