სიახლეები
სკოლები

„მაღალი მოტივაციით ვაგრძელებთ მუშაობას“-საიმერლოს საჯარო სკოლის მე-3ბ კლასის ხელმძღვანელმა მოსწავლეები დისტანციურ სწავლებაზე ეფექტურად გადაიყვანა
01-05-2020
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის მე-3 კლასის ხელმძღვანელმა ლილი ფუტკარაძემ სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები დისტანციური სწავლების ფორმატზე სწრაფად და ეფექტურად გადაიყვანა. 

დღეის მდგომარეობით მე-3 კლასის 24 მოსწავლიდან 23 მოსწავლეს აქვს შესაბამისი ციფრული რესურსი, ხოლო იმ მოსწავლეს, რომელსაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა პედაგოგი ტელეფონით უკავშირება და აძლევს დავალებებს.

პედაგოგის თქმით, რადგან დისტანციური სწავლების ფორმატი სრულად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს, ცდილობს მოსწავლეებს მისცეს ნათელი მკაფიო ინსტრუქციები, რათა მათ ადვილად გაიგონ რას მოითხოვს დავალება.

„როგორც მოგეხსენებათ კორონავირუსთან დაკავშირებით, მინისტრის ბრძანებით ცვლილება შევიდა საჯარო სკოლებში, სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ ბრძანებაში, რომლის თანახმადაც საგაზაფხულო არდადეგები განისაზღვრა 2020 წლის 02 მარტიდან 16 მარტამდე, აღნიშნული არდადეგების მიმდინარეობისას გაჩნდა ეჭვი, რომ სავარაუდოდ ისევ მოხდებოდა არდადეგების გახანგრძლივება, რამაც შემაშფოთა და დავიწყე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, იმისათვის, რომ ჩემი მოსწავლეები არ ყოფილიყვნენ უმოქმედოდ და არ მომხდარიყო, მათი სასწავლო პროცესზე ჩამოშორება, მინდოდა ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით მიმეწოდებინა იმ ტიპის დავალებები, რომელთა შესრულებასაც, ისინი დამოუკიდებლად შეძლებდნენ სახლის პირობებში. პირველი, რაც გავაკეთე, ჩემი სადამრიგებლო მე-3 კლასი დავარეგისტრირე ერთ-ერთ ონლაინ პროგრამაში learning.aps.org, თუმცა ამ დროისთვის გავრცელდა ინფორმაციები სხვადასხვა პლატფორმების შესახებ, როგორიცაა „თიმსი“, „ზუმი“, „ფეისბუქი“ და სხვა. გადავწყვიტე მესარგებლა teams პლატფორმით, თუმცა არ ვიცოდი, საიდან მიმეღო მომხმარებელი და პაროლები მე უნდა შემექმნა, თუ ემისი მოგვაწოდებდა და თუ მე მევალებოდა შექმნა არ ვიცოდი, როგორ შემექმნა, ამიტომ გადავწყვიტე მეთანამშრომლა სხვა სკოლებთან, თუმცა მათ აღნიშნეს, რომ მსგავსი გამოცდილება არ ჰქონდათ და შესაბამისად ვერ გამიზიარებდა გამოცდილებას. ამ ამოცანის ამოხსნაში დამეხმარა, ისევ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა (შულავერის N2 საჯარო სკოლაში განსაზღვრული ვარ ტუტორად) და საცდელად reset.emis.ge-ზე გავაგზავნე მოსწავლის პირადი ნომერი, რამდენიმე წუთში მომივიდა teams პლატფორმაზე შესასვლელი ერთჯერადი მომხმარებელი და პაროლი. 2020 წლის 16 მარტს დავარეგისტრირე, ჩემი სადამრიგებლო კლასის ყველა მოსწავლე და იმავე დღეს დავუკავშირდი მშობლებს და ავუხსენი, თუ როგორი ფორმით ვიმუშავებდი, მათ შვილებთან, მშობლებმა, როგორც ყოველთვის ამ სიტუაციაშიც სრული მხარდაჭერა გამომიცხადეს, თუმცა ისედაც სტრესულ სიტუაციაში მშობლებისთვის დამატებითი სირთულე, რომ არ შემექმნა მე, თვითონ გავუააქტიურე დროებითი პაროლები და მივაწოდე მშობლებს. მშობლები აქტიურად ჩაერთვნენ ამ პროცესში, (ჩემი სადამრიგებლო მე-3 ბ კლასის მშობლები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულნი სასკოლო ცხოვრებაში) მომხმარებლის მიწოდებისთანავე შევიდნენ სისტემაში და უწევდნენ ერთმანეთს დახმარებას. მიუხედავად გამზადებული მომხმარებლისა და პაროლისა სისტემაში შესვლა გაუჭირდათ არაქართულენოვან მოსწავლეებს, რომლის აღმოფხვრაშიც დამეხმარნენ საიმერლოს საჯარო სკოლის მოსწავლე მალეიქ ომაროვა და ჩემი ყოფილი მოსწავლე ელშან ბაირამოვი. 2020 წლის 17 მარტს სსიპ-მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის მე-3 კლასში განხორციელდა პირველი დისტანციური გაკვეთილი ქართულ ენაში მინდა ავღნიშნო, რომ პირველივე გაკვეთილზე არ მომხდარა ყველა მოსწავლის ჩართვა, პარალელურად მიმდინარეობდა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და მოსწავლეები ეტაპობრივად გვიერთდებოდნენ გაკვეთილებზე, ყოველი მომდევნო გაკვეთილი უმჯობესდებოდა და მოსწავლეთა რაოდენობა იზრდებოდა. დღეის მდგომარეობით მე-3 კლასის 24 მოსწავლიდან დარეგისტრირდა 23 მოსწავლე, ყველა მათგანს აქვთ შესაბამისი ციფრული რესურსი, ხოლო იმ მოსწავლეს, რომელსაც არ აქვს ინტერნეტთან წვდომა ვუკავშირდები ტელეფონით და ვაძლევ დავალებებს, თუმცა, ნაკლებად ეფექტური და ცალმხრივი მეთოდია, რადგან სატელეფონო ზარის დროს ვერ შედგება სათანადო უკუკავშირი, ვერ ხერხდება ნამუშევრის ვიზუალური გაზიარება. მინდა ავღნიშნო ისიც, რომ დისტანციური სწავლების ფორმატი სრულად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს ვცდილობ მოსწავლეებს მივცე ნათელი მკაფიო ინსტრუქციები, რათა მათ ადვილად გაიგონ რას მოითხოვს დავალება. ფასილიტაციას ვუწევ დავალების შესრულების დროს წამოჭრილ პრობლემებს. ჩვენ მიერ დისტანციური სწავლების პროცესში ყველაზე დიდი ხელისშემშლელი ფაქტორი არის ინტერნეტის დაბალი სიჩქარე, რომელიც გვაბრკოლებს და არ გვაძლევს შესაძლებლობას წარვმართოთ ხარისხიანი გაკვეთილი, რაც მდგომარეობს შემდეგში, ხშირ შემთხვევაში იკარგება ხმა, გამოსახულება ბუნდოვანია, რომლის წინაშეც მე უძლური ვარ და არ შემიძლია ამ პრობლემის აღმოფხვრა, თუმცა ფორს-მაჟორულ სიტუაციაში უალტერნატივო ვართ და შექმნილი ხარვეზების მიუხედავად მაღალი მოტივაციით ვაგრძელებთ მუშაობას“,- აღნიშნავს პედაგოგი ლილი ფუტკარაძე.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

„ვარსკვლავების“ დაჯილდოების ცერემონიამ ბათუმში სრული ანშლაგით ჩაიარა - Izrune.ge-ს მნიშვნელობაზე მოსწავლეთა მშობლები საუბრობენ

ბაღებში დასაქმებულთა ღირსეული ანაზღაურების სისტემა და განათლების დივერსიფიცირებული მოდელები - კიდევ რა ცვლილებების დანერგვას ითვალისწინებს დოკუმენტი

NAEC-მა რეგისტრაცია გამოაცხადა - ტესტის ნიმუშები და მაქსიმალური ქულები ცნობილია

გრიფირებული სახელმძღვანელოს ავტორის სამოდელო გაკვეთილი - მასწავლებლის სახლი სემინარს ჩაატარებს

როგორ შეხვდეს დღესასწაულს ისე, რომ მომავალმა წელმა ბედნიერება, წარმატება და იღბალი მოუტანოს

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პედაგოგებმა მოსწავლეები არაერთ სახალისო, შემოქმედებით აქტივობაში ჩართეს

„იყო თემის გაშლაც და მოსწავლეთა ცოდნის ჩვენებაც, ამ ყველაფერში კი ჩანდა მასწავლებლის უდიდესი შრომა“

სპექტაკლის რეჟისორი გახლავთ დათო დარსალია, კლასის ხელმძღვანელი კი - ნათია თოლორდავა

ღონისძიებას ორგანიზება გაუწია კლასის ხელმძღვანელმა რუსუდან თევანიანმა

საინტერესო

მთავარია, წერილების გახსნის პროცესი იყოს ემოციურად დადებითი და ინსპირაციული, რაც ბავშვებს უკეთ გაახსენებს საკუთარი მიზნების მნიშვნელობას 

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება