სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელთა რაოდენობა მკვეთრად შემცირებულია - როგორია სტატისტიკა წლების მიხედვით
02-05-2020
-
+


მასწავლებელთა კომპეტენციის დასადასტურებელ გამოცდაზე რეგისტრაცია დასრულდა. წელს გამოცდაზე, დახლოებით, 19 600 აპლიკანტი დარეგისტრირდა, რაც წინა წლებთან შედარებით მკვეთრად ნაკლებია.

მაგალითად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს, ნოემბერში ჩატარებულ გამოცდებზე სულ დარეგისტრირდა 26 606 აპლიკანტი. აქედან, მასწავლებლობის მაძიებელი იყო: 11 704, პრაქტიკოსი მასწავლებელი კი - 14 902.

ასევე, გასულ 2019 წლის მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე, რომელიც ივლისში ჩატარდა საერთო ჯამში 31500-მდე აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, საიდანაც 20 ათასამდე პრაქტიკოსი მასწავლებელი იყო, დანარჩენი კი - მასწავლებლობის მსურველი. 2019 წლის ზაფხულში გამოცდაზე გასვლის სურვილი უპრეცედენტოდ ბევრმა მსურველმა გამოთქვა.

რაც შეეხება 2018 წელს, მაშინ, მასწავლებელთა გამოცდაზე გასვლის სურვილი 21 ათასამდე მასწავლებელმა და პედაგოგობის მსურველმა გამოთქვა.

ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, 2020 წლის მასწავლებელთა გამოცდებს, აპლიკანტების რიცხვის შემცირება, სავარაუდოდ, იმის დამსახურებაა, რომ პრაქტიკოსი პედაგოგების ნაწილმა სტატუსი უკვე აიმაღლა და კომპეტენცია უკვე დაადასტურა, შესაბამისად, მათ გამოცდაზე გასვლა აღარ უწევთ. სხვა მიზეზად, შესაძლოა, პანდემიით გამოწვეული გაურკვევლობაც განვიხილოთ, რადგან აპლიკანტების ნაწილი გამოცდების გადადებას მოელოდა და შესაძლოა, თავი შეიკავეს ტესტირებაზე დარეგისტრირებისგან. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება