სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

''მიხარია, რომ 9 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოვხვდი. მადლობა ''ეტალონს'', ამ შესაძლებლობისთვის'' - ''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლე'' მარიამ სოსელია
14-07-2017
-
+


მარიამ სოსელიას ''ეტალონთან'' მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. კირცხის N2 სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატში მე-8 კლასიდან მონაწილებს. წლების მანძილზე მიღებული გამოცდილებით წელს ''ჩხორუწყუს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს დაეუფლა და მედია-პროექტის ფინალურ ღონისძიებაზეც წარმატებას მიაღწია.


ის 83 მონაწილეს შორის 85 ქულით მე-9 ადგილზე გავიდა. აღსანიშნავია, რომ მე-6-დან მე-9 ადგილის ჩათვლით გასულ მონაწილეებს თანაბარი 85-85 ქულა ჰქონდათ. მარიამის მე-9 ადგილზე გასვლა რამდენიმე წამმა გადაწყვიტა. 

მე-9 ადგილისთვის 1000 ლარიანი ფულადი პირიზი დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ დააწესა.

''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის'' თქმით, ინტელექტ-შეჯიბრში რამდენიმეწლიანმა მონაწილეობამ დიდი გამოცდილება შესძინა:

''მიხარია, რომ 9 საუკეთესო მოსწავლეს შორის მოვხვდი. მინდა მადლობა გადავუხადო ''ეტალონს'', რომ ამის შესაძლებლობა მომცა. ამ წარმატებას არ ველოდი, ძალიან ძლიერი კონკურენტები მყავდა. ''ეტალონში'' მე-8 კლასიდან ვმონაწილეობ და ამ წლების მანძილზე დიდი გამოცდილება მივიღე.''

''მარიამს წარმატების მიღწევაში თავდაჯერებულობა და მიზანსწრაფულობა დაეხმარა,'' - აღნიშნავს კირცხის N2 სკოლის დირექტორი მაცი ჯალაღონია:

''მარიამ სოსელია უაღრესად ნიჭიერი, თავდაჯერებული და მიზანსწრაფული გოგონაა. ეს თვისებები ეხმარება მას წარმატების მიღწევაში. არ არებობს საკითხი, სფერო, რომელიც ამ ბავშვს არ აინტერესებდეს. ამ მხრივ მარიამი ჩვენს სკოლაში სხვა ბავშვებისგან გამოირჩევა და უნიკალურია. აქედან გამომდინარე მისგან ამ წარმატებას ველოდით, მომავალში კიდევ უფრო მეტ წარმატებას ველით სხვადადასხვა პროექტსა და აქტივობაში. რაც შეეხება, ''ეტალონის'' ფინალურ ეტაპს, რომელიც ბათუმში გაიმართა, მე თავადაც ვესწრებოდი და ვგულშემატკივრობდი მარიამს.''

''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის'' დამრიგებლის აზა აბაკელიას თქმით, მარიამისგან ეს წარმატება მოულოდნელი არ ყოფილა:

''მარიამი მოწესრიგებული და მოტივირებული მოსწავლეა, ძალიან უყვარს კითხვა, შრომისმოყვარეა და შედეგიც აქვს. ინტერესიანი გოგოა, სიღრმისეულად სწავლობს ყველაფერს, არც ერთი საკითხი არ რჩება გაურკვეველი. კომუნიკაბელურია, უყვარს ხალხთან ურთიერთობა. მისგან პირველ ადგილს ველოდი. მარიამი მე-8 კლასიდან მონაწილეობს ''ეტალონში'', მაშინ ტელევიზიით გადიოდა მედიაპროექტი. ამ გადაცემის დიდი გულშემატკივარი ვარ და ვფიქრობ, რომ ტელევიზიით უნდა გადიოდეს. ინტელექტ-ჩემპიონატი მოსწავლეებს საკუთარი თავის გამოვლენის შესაძლებლობას აძლევს. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის და წარმატებებს გისურვებთ.''

როგორც კირცხის N2 სკოლის გერმანული ენის მასწავლებელი და ''ეტალონის'' ტრენერი ციცინო პაპავა აღნიშნავს, მარიამის ამ წარმატებით დამტკიცდა, რომ სოფლის სკოლებში სწავლის დონე მაღალია:

''მარიამი არაჩვეულებრივი ნიჭის პატრონია. ზრდილობიანი, კომუნილაბელური, გამბედავი გოგოა. მას არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს, ნიჭიერები. ეს ბავშვი ყველანაირი უნარითაა შემკობილი. ''ეტალონში'' მოხვედრა საკმაოდ რთულია, თან ასეთი შედეგის მიღწევა. ჩვენ სოფლის სკოლა ვართ და დავამტკიცეთ, რომ სოფლის სკოლაში, ქალაქის სკოლებთან შედარებით, სწავლა არანაკლებად მიმდინარეობს. ''ეტალონის'' წამყვასა და ავტორს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი საოცარი პროექტი შექმნა. ინტელეტქ-შეჯიბრი მომავალ თაობაზე ზრუნავს. ძალიან კმაყოფილი წამოვედით ბათუმიდან, ძალიან კარგად ორგანიზებული ღონისძიება იყო. მართალია, ზოგი იმარჯვებს, ზოგი ვერა, მაგრამ ვინც ამ პროექტში მოხვდა, ყველა გამარჯვებულია.''

''ჩხოროწყუს ეტალონი მოსწავლის'' დედის ლალი ჩარგაზიას თქმით, ინტელექტ-შეჯიბრით გამოვლინდა და დაფასდა მარიამის შრომა:

''პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ. ჩემი შვილის შრომა დაფასდა და ძალიან ბედნიერები ვართ ამით. მარიამი ყველა სფეროში ძალიან აქტიურია. ეხერხება ხელსაქმე, სხვადასხვა წრეში აქტიურად არის ჩართული, ასევე ახალგაზრდულ საკრებულოშია. ხანდახან მეც მიკვირს, ამდენს როგორ ახერხებს და ასწრებს. ''ეტალონის'' შემდეგ უფრო თვითდაჯებული გახდა. ინტელექტ-შეჯიბრით გამოვლინდა და დაფასდა მარიამის შრომა. ეს ნებისმიერ ბავშვზე დადებითად მოქმედებს და რა თქმა უნდა, მარიამზეც. მარიამი მე-8 კლასში იყო, როცა პირველად მიიღო ''ეტალონში'' მონაწილეობა. ის იყო ერთადერთი მერვეკლასელი, რომელიც მაშინ 11 მოსწავლეს შორის მოხდა. გულით გიხდით დიდი მადლობას, რომ მარიამი წარმოაჩინეთ.''

შეგახსენებთ, რომ ''ეტალონის'' საზეიმო ფინალი 24 ივნისს ბათუმში გაიმართა. მასში 83 ''ეტალონი მოსწავლე'' მონაწილეობდა. ისინი ''საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

2027 წლის აბიტურიენტებს ახალი გამოცდა ემატებათ - NAEC დეტალებზე 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა, ფატიმა თეთრაძემ, მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიმართა და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

„წარმატებებს ვუსურვებ ჩემს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს“ - მუხურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი

განთიადის საჯარო სკოლაში რეაბილიტაცია დაიწყო - დირექტორის თქმით, მაქსიმალური კეთდება, რაღა მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ

მოსწავლეთა გადაწყვეტილებით მოგებული თანხა დათა სახოკიას დახმარების ფონდში გადაირიცხება

 

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სიხარულით ელოდნენ და მათ გამორჩეული დახვედრაც მოუწყვეს

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება