| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგანმანათლებლო დაწესებულებებში კორონავირუსის პრევენციის მიზნით, არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გამოცხადდა. იმ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევა იყო დაფიქსირებული, დღეს კი 15 ადამიანია დაინფიცირებული.
გახანგრძლივდება თუ არა არდადეგები? - ამ საკითხის გასარკვევად „ეტალონი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაუკავშირდა. როგორც უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, არდადეგების გახანგრძლივება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზეა დამოკიდებული.
„ჩვენ ვართ დამოკიდებული ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციაზე.თუ ჯანდაცვის სამინისტრო მოგვცემს რეკომენდაციას, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით საჭიროა, გადაიდოს სწავლა, ბუნებრივია, გავითვალისწინებთ. ჯერჯერობით ოფიციალურად საუბარი არ არის, რომ გადავდოთ სწავლა, თუმცა გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად შეიძლება უეცრად შეიცვალოს.
თუ სწავლა გადაიდო, ამ შემთხვევაში სკოლები აანაზღაურებენ გაცდენილ საათებს. სხვადასხვა მეთოდი არსებობს, კონკრეტულად ვიტყვით, რა ფორმით მოხდება გაკვეთილების ანაზღაურება. შეიძლება შაბათ-კვირის ხარჯზე ანაზღაურდეს, ან სწავლის დრო გახანგრძლივდეს. ამ ეტაპზე მხოლოდ 4 დღით არის გახანგრძლივებული არდადეგები. რომლის ანაზღაურების პრობლემაც არ იქნება. უნდა ანაზღაურდეს, რომ დაძლეულად ჩაითვალოს პროგრამა ბავშვებისთვის - განგვიცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.
ამ საკითხზე კომენტარი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმაც გააკეთა, ამირან გამყრელიძე სკოლებში არდადეგების გახანგრძლივებას არ გამორიცხავს:
„მქონდა კონსულტაცია განათლების მინისტრის მოადგილესთან და ეს დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციის განვითარებაზე ამ კვირის განმავლობაში. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრთან არსებული საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას არდადეგების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით“.
იხილეთ ასევე: ვინ და როდის გადაწყვეტს გადაიდება თუ არა სწავლა?
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას