სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

იცოდით, რომ ხელებს სწორად ადამიანების მხოლოდ 5% იბანს - ნახეთ ექსპერიმენტის შედეგი
26-04-2020
-
+


კორონავირუსისგან თავის დასაცავად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკომენდაცია ხელის ხშირი და სწორი დაბანაა, მაგრამ სწორად იბანთ ხელებს?

კორონავირუსზე აქამდე დაგროვილი ცოდნით, დადასტურებულად ცხადია, რომ მასთან საბრძოლველად უმთავრესი იარაღი სტერილიზაციაა. კვლევებმა აჩვენა, რომ სახის ნიღბებმა ინფექციის რისკი შეიძლება გაზარდოს კიდეც. ამიტომ ჰიგიენის სათანადო დაცვით თქვენს თავსა და სხვებზეც იზრუნებთ. სათანადო ჰიგიენა კი ხელის სწორი დაბანით იწყება.

ჰკითხეთ საკუთარ თავს: რამდენად ხშირად იბანთ ხელებს? რამდენ ხანს იბანთ? ხელებს წყლის სათანადო რაოდენობით იბანთ ​ თუ ბაქტერიების არ გჯერათ და ისე დადიხართ, როგორც „ადამიანი ბაქტერია“?

მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცების 36% და ქალების 61% იბანს ხელს სააპირფარეშოს გამოყენების შემდეგ. უფრო მეტიც, ადამიანების მხოლოდ 5% იბანს ხელს სწორად.

ხელზე წყლის გადავლება და ხელის დაქნევა - ეს ეფექტურია?

დეილი მეილის მიერ გავრცელებულ ექსპერიმენტში ჩანს, რაოდენ დიდი განსხვავებაა ხელის სხვადასხვა ტექნიკით დაბანის დროს ბაქტერიებისგან გათავისუფლების მხრივ. ექსპერიმენტის ავტორმა ხელზე გელი გამოიყენა, რომელიც ბაქტერიების კანზე მიწებებას უწყობდა ხელს. ფოტოზე რაც უფრო თეთრია ხელი, მით უფრო ბინძურია ის. რაც უფრო მუქია ხელი, მით უფრო სუფთა. 



როგორც ხედავთ, გავრცელებული ხელის წყლის გადავლება და დაქნევა, რასაც ბევრი ადამიანების მიმართავს, იგივეა თითქოს ხელი არც დაგიბანიათ.  ბაქტერიების ხელიდან მოშორების პროცესი მხოლოდ 15 წამიანი ბანვის პროცესის შემდეგ იწყება, ამიტომ ხელებს 20 წამის განმავლობაში მაინც უნდა იბანდეთ.

ნახეთ, როგორ უნდა დაიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გაკვეთილების დაწყებამდე 10 წუთით ადრე სკოლის შენობა და ეზო უნდა შემოწმდეს - უსაფრთხოების წესები 

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

დასაქმების ვებგვერდზე რეგისტრაციისთვის სავალდებულო მოთხოვნები განისაზღვრა

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება