სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“ პროექტი - „ქართული ფესვები“ ხორციელდება
09-03-2020
-
+


თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნაში“  პროექტი - „ქართული ფესვები“ ხორციელდება.

სკოლის დირექტორი ნაზი ნადირაძეა, პროექტის კოორდინატორი კი სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი, დარეჯან ცხომარია.

ამჯერად სკოლას სტამბოლის შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დამფუძნებელი და თავმჯდომარე, ორჰან ბერიძე, სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრის თავმჯდომარე, ეშრეფ ილმაზი (გოდერძი მახარაძე) და შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის საპატიო წევრი, ბეიქოზის რაიონის ქართული ენის საკვირაო კურსების მასწავლებელი, მერი დიასამიძე, ეწვივნენ.

სკოლის დირექტორმა, ნაზი ნადირაძემ, სტუმრებს  სკოლის შიდა ინტერიერი დაათვალიერებინა, პროექტის მნიშვნელობასა და აქტუალურობაზე ესაუბრა.

ასევე, მოისმინეს ინფორმაცია თურქეთში ქართული კულტურისა და ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით ჩატარებული საქმიანობის შესახებ, დაგეგმეს ერთობლივი შემდგომი ღონისძიებები, გააფორმეს თანამშრომლობითი მემორანდუმი და გაცვალეს სამახსოვრო საჩუქრები.

შეხვედრის ბოლოს სკოლის წარმომადგენლებმა და სტუმრებმა საგურამოში  ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, თბილისის ძველი უბნები და სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

შეხვედრაში სკოლა-ლიცეუმ „ცოდნას“ მოსწავლეები, მათი მშობლები და მასწავლებლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრას ესწრებოდა გლდანის რაიონის გამგებლის მოადგილე, ნანა ციმაკურიძე, გამგეობის წარმომადგენელი, გიორგი ჭიღლაძე, თბილისის N200 საჯარო სკოლის დირექტორი, მარინა უჯმაჯურიძე, პრემია „ივერიის“ დირექტორი, „განსაკუთრებული ჟურნალის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი, ანსამბლ „გვირილას“ ხელმძღვანელი, ერნა წიფურია და ასოციაცია „საქართველოს ქალბატონების“ პრეზიდენტი, ნინიკო ჩიხლაძე. 

„სკოლა-ლიცეუმის დირექცია და თანამშრომლები ცდილობენ სამშობლოს მოაზროვნე და პატრიოტი თაობები აღუზარდოს. „ცოდნა“ ის ადგილია, სადაც ახალი სიმაღლეებისკენ მუდმივი სწრაფვაა დამკვიდრებული. ესაა ფართო გზა წარმატებისკენ“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება