სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„izrune,ge ჩვენი მეგობარია!“ - „მომავლის კლასის“ ეტალონი დამრიგებელი - ლიანა გელოვანი
09-03-2020
-
+


ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის IIIზ კლასი ერთ-ერთი პირველია, ვინც მოიპოვა „მომავლის კლასის“ ტიტული.

„მომავლის კლასის“ დამრიგებლისგან - ლიანა გელოვანისგან წერილი მივიღეთ: 

„ძალიან მომწონს   ინოვაციური  საგანმანათლებლო პორტალი - izrune.ge. მინდა სიხარულით გამცნოთ, რომ სსიპ ვახტანგ გზირიშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N173 საჯარო სკოლის IIIზ კლასის მოსწავლეები  2018-2019  სასწავლო წლის  izrune.ge-ს „მომავლის კლასის“,  მზრუნველი სკოლის, მზრუნველი ოჯახის წარმატებული წევრები არიან. უნდა აღვნიშნო, რომ  2019-2020  სასწავლო წელს, ამ კლასის მოსწავლეთა 100% ჩართულია ამ შესანიშნავ პროექტში და მოგვენიჭა სასტარტო წამახალისებელი ტიტული „მეგობრული  კლასი“. შემაჯამებელი ტესტის შედეგების მიხედვით კლასმა 6-ჯერ მოიპოვა „სუპერ კლასის“ ტიტული: სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და უკვე ამ სასწავლო წლის   „მომავლის კლასიც“ გავხდით. ბოლო შემაჯამებელი ტესტის საშუალო შეწონილი ქულა არის  92. უამრავი ოქროსა და ვერცხლის დიპლომი მოიპოვეს ბავშვებმა. ძალიან გაიხარეს პატარებმა. მეც ბავშვივით მიხარია ! ♥♥♥

დასახელებული კლასის მოსწავლეები არიან:
 
1. ადამია ცოტნე
2. ასანიძე ანასტასია
3. ახალკაცი გიგა
4. ბერიძე სანდრო
5. ბიჭიკაშვილი ანასტასია
6. ბლიაძე თომა
7. ბოჭორიშვილი ნიკოლოზ
8. გოგოლაძე გოჩა-ერეკლე
9. დეკანოიძე ლაზარე
10. ზაქაშვილი ბარბარე
11. თხელიძე ელენე
12. კვიჟინაძე ანა მარია
13. მანწკავა მერაბი
14. მეტრეველი ლუკა
15. მინაშვილი ნიკოლოზ
16. ნავროზაშვილი გეგა
17. ნონიაშვილი ალექსანდრე
18. ოთარაშვილი მარიამი
19. ოთარაშვილი ანა
20. პეტრიაშვილი ანდრია
21. ფაცია ტატო
22. ფოცხვერაშვილი გიორგი
23. ფოცხვერაშვილი ნინო
24. ყაჭეიშვილი დემეტრე
25. შვანგირაძე საბა
26. ძაბახიძე აკაკი
27. ძიძიგური ნიკოლოზ
28. ხელაძე გიორგი
29. ხუციშვილი თეკლა

30-ე მოსწავლე, დევდარიანი გიორგი გადასულია სხვა სკოლაში,მაგრამ მაინც რჩება წელს ჩვენთან და აქტიურად გადის ტესტებს.

არ  შემიძლია  არ აღვნიშნო მოსწავლეთა  უსაზღვრო   მოლოდინი  ყოველი ხუთშაბათისა  და  თვის ბოლო კვირა დღისა.  ისინი სიხარულით  ითვლიან  თითებზე,  როდის დადგება  ეს სანატრელი დღეები  და როდის  შეასრულებენ  ტესტებს.  მშობლებიდან ვიცი, როგორ მოსწონს თითოეულ ბავშვს ემოციური  შეძახილი: „ყოჩაღ“, იმის აღსანიშნავად, თუ როგორ წარმატებით  გაიარეს  ტესტი. 

 მოსწავლეთა ოჯახის წევრები ამ მნიშვნელოვან დღეებში შვილებთან ერთად არიან და თვალს ადევნებენ თავიანთი შვილების აზროვნების დონეს. კლასშიც აქტიურად განვიხილავთ მოსალოდნელ, ასევე მოსულ საკითხებს. ვაწვდი მათ  წასაკითხ მასალას. მოსწავლეები  ერთმანეთს  უზიარებენ  ცოდნასა და გამოცდილებას.  ახარებთ ერთმანეთის წარმატება. აღნიშნავენ იმას, რომ შეუძლიათ დამოუკიდებლად, მშობლების დახმარების გარეშეც  მუშაობა და წარმატების მიღწევა. საჭიროების შემთხვევაში კი მიმართავენ დახმარებითვის. 

izrune.ge-მ ოჯახი, ბავშვი და სკოლა გაგვაერთიანა  მოსწავლეთა უკეთესი მომავლისადმი. ვემზადებით ახალი წარმატებისათვის.

ქვემოთმდებარე ფოტოზე წარმოდგენილნი არიან მოსწავლეები ერთ-ერთ  თვეში მიღწეული შედეგის დამადასტურებელი დიპლომებით, რითაც ძალიან კმაყოფილნი არიან:


დიდი  მადლობა მინდა გადავუხადო ასეთი კარგი  და საინტერესო ინტელექტუალური პროექტისთვის  პორტალის დამაარსებელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. გახარებული ვარ იმით, რომ ბავშვები კომპიუტერთან სხდებიან იმისთვის, რომ თავიანთი შესაძლებლობები შეამოწმონ. დიდი მადლობა ყველას, ვისაც გარკვეული წვლილი მიუძღვის ამ პორტალის გამართულ მუშაობაში. დიდი მადლობა მშობლებს, თავიანთი შვილებისადმი მზრუნველი დამოკიდებულებისათვის. დიდი მადლიერება  მინდა გამოვხატო ჩვენი სკოლის დირექციისადმი, რომელთა დახმარებით საშუალება მოგვეცა ჩავრთულიყავით ამ შესანიშნავ პროექტში. ბავშვებმა შეძლეს გამოამჟღავნონ ცოდნა, მიიღონ გამოცდილება, რომელიც  ცხოვრებაში  გამოადგებათ.

მოვუწოდებ ყველა მშობელს , თუ ჯერ არ ხართ izrune.ge-ს დიდი და მზრუნველი ოჯახის წევრი, დაარეგისტრირეთ თქვენი შვილები ამ პორტალზე და ნუ მოაკლებთ მათ მზრუნველობას. 

 „izrune.ge“-  ჩემი,  ჩემი  მოსწავლეებისა და მშობლების  მეგობარია!  

 დიდი სიყვარულითა და პატივისცემით, IIIზ კლასის დამრიგებელი-ლიანა გელოვანი“.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება