სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეუნარჩუნდება თუ არა დაფინანსება სტუდენტს, თუ გრანტს ვერ გაიუმჯობესებს - კონკურსზე რეგისტრაცია დაიწყო
09-03-2020
-
+


2020 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია დაიწყო და 26 მარტის  18:00 საათზე დასრულდება. 
 
რეგისტრაცია მიმდინარეობს ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: online.naec.ge.
 
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ სტუდენტს, რომელებსაც სურთ დაფინანსების მოპოვება ან გაუმჯობესება და არ აქვთ შეწყვეტილი სტუდენტის სტატუსი.
 
რეგისტრაციის გავლამდე სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გადაიხადონ გამოცდაში მონაწილეობის საფასური 10 ლარი.
 
 
გადახდის შესაძლო საშუალებები და საბანკო მომსახურების საკომისიო: 
 
1. ცენტრის ვებგვერდიდან  იხ. ბმული - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
2. „საქართველოს ბანკის“ სერვის ცენტრები - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი;
3. ვებგვერდზე epay.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
4. „საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
5. „საქართველოს ბანკის“ ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით - ibank.ge - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 1 ლარი;
6. OPPA.ge-ის თვითმომსახურების ტერმინალით - საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი.
 
გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილის გვარი,  სახელი და პირადი ნომერი.
თანხა სრულად უბრუნდება აპლიკანტს, თუ 7 მაისის 18:00 საათამდე უარს იტყვის გამოცდაში მონაწილეობის მიღებაზე.
 
 
სტუდენტებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში 2020 წლის 16 აპრილის 18:00 საათამდე უნდა წარამდგინონ შესაბამისი ცნობა (ფორმა 100).
 
თუ სტუდენტი ვერ შეძლებს გრანტის გაუმჯობესებას, მას შეუნარჩუნდება ის დაფინანსება, რომელიც სტუდენტთა საგრანტო კონკურსში გასვლამდე ჰქონდა მოპოვებული.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება