სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შუაფარცხმის საჯარო სკოლაში პროექტი - „ჩემი ოცნების სკოლა“ ხორციელდება
09-03-2020
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, შუაფარცხმის საჯარო სკოლაში პროექტი - „My dream school“ (ჩემი ოცნების სკოლა) ხორციელდება.

მერვე კლასის მოსწავლეებმა პრობლემა გამოკვეთეს, მიზნები დასახეს და გეგმა შეიმუშავეს. მათ, ასევე, მოიძიეს ინფორმაციები ინტერნეტში, მოუსმინეს სხვადასხვა თანამედროვე სკოლის დირექტორებისა და წარმომადგენლების ინტერვიუებს. 

პროექტი სამ კვირაზეა გაწერილი.

ამჟამად მოსწავლეები მუშაობენ სკოლის მოდელის შიდა ინტერიერზე, რომელსაც პოსტერების სახით წარმოადგენენ, ხოლო გარე ინტერიერს - მაკეტის სახით. 

პოსტერებზე მოსწავლეები ცალ-ცალკე ჯგუფებად მუშაობენ, ხოლო მაკეტზე მთელი კლასი იმუშავებს. ასევე, დამზადდება ბუკლეტები.

პროექტის დასასრულს პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე გაიმართება. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გამოავლენენ სიტყვების ცოდნასა და პრეზენტაციის უნარ-ჩვევას.

„არაკომფორტული საკლასო ოთახები, ლაბორატორიების არარსებობა სკოლებში და ნაკლები რესურსებიიწვევს სწავლის მოტივაციის დაქვეითებას. მოსწავლეები ნაკლებად და უხალისოდ არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში. ამიტომაც მიზნად დავისახეთ განგვეხორციელებინა პროექტი „My dream school“ (ჩემი ოცნების სკოლა). 

შუაფარცხმის საჯარო სკოლა განთავსებულია არასტანდარტულ შენობაში, რომელიც ადრე ყოფილ კოლმეურნეობის შენობას  წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, დავფიქრდით თუ როგორ შეგვექმნა თანამედროვე სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება მოსწავლეების უნარ-ჩვევების განვითარებაზე და სწავლის მოტივაციის ამაღლებაზე.

თანამედროვე სკოლის არსებობა, ასევე, გამოიწვევს მოსწავლეების მოზიდვას და მოსწავლეთა კონტინგენტის გაზრდას“, - წერს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება