სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

რა კავშირშია ზომიერად ცხარე სალსას სოუსი კორონავირუსთან? - კომიქსით მოყოლილი ახალი დაავადება
07-03-2020
-
+


ამერიკული რადიოსადგურის NPR-ის განათლების განყოფილების კორესპონდენტმა კორი ტიორნერმა გადაწყვიტა მარტივად მიეწოდებინა ბავშვებისთვის კორონავირუსის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები და კომიქსი შექმნა. 

ექსპერტების სახით მან ახალი ორლეანისა და ილინოისის უნივერსიტეტების და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებს უხმო.

კორონავირუს COVID-2019-ის შესახებ მარტივ სამეცნიერო ფაქტებს​ ტიორნერი ძალიან მარტივი ენით ყვება და ბავშვებისთვის გასაგებ შედარებებს აკეთებს. იგი ყვება, რომ ახალგაზრდა ორგანიზმი ინფექციისადმი ნაკლებად მგძნობიარეა და დაავადებასაც მარტივად უმკლავდება, ვიდრე ვიდრე უფროსი ან მხცოვანი ადამიანი. თვალსაჩინოებისთვის ჟურნალისტი კორონავირუსის მარტივ ფორმას ზომიერად ცხარე სალსას სოუსს ადარებს.



კომიქსის ცალკე ნაწილი პროფილაქტიკას ეძღვნება და გვიყვება, თუ რა უნდა გაკეთდეს ვირუსისგან თავის დასაცავად. ტიორნერი ბავშვებს ახსენებს, რომ ხელები საპნით და თბილი წყლით არანაკლებ 20 წამი უნდა დაიბანონ, დაცემინებისას მაჯა უნდა აიფარონ და რაც ყველაზე მთავარია - უფროსებისთვის კითხვის დასმას არ მოერიდონ და თანატოლების მონაყოლს დიდად არ ენდონ.



კომიქსში ბოლო ნაწილი ეთმობა ტოლერანტობას. ავტორი ხაზს უსვამს, რომ კორონავირუსით შესაძლოა ნებისმიერი ადამიანი დაინფიცირდეს, იმისგან დამოუკიდებლად, რა ქვეყნიდან ჩამოვიდა. ტიორნერი ბავშვებს ახსენებს, რომ თუ უცნობი სხვა ენაზე საუბრობს და განსხვავებულად გამოიყურება, ეს არ ნიშნავს, რომ რომ იგი დაავადების მატარებელია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება