სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N14 საჯარო სკოლის მოსწავლეები საჯარო ბიბლიოთეკაში გაკვეთილს დაესწრნენ
06-03-2020
-
+


ბათუმის N14 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები და მათი პედაგოგი, მარიზა თებიძე, თემაზე - ნიკო კეცხოველი და საქართველო - „ბევრი გვყავს კაი ყმა, მაგრამ გული კაცისა ხარბია კაი კაცობაშიც“ საბიბლიოთეკო გაკვეთილს დაესწრნენ.

გაკვეთილი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო ახალგაზრდობის განყოფილებაში ჩატარდა.

მოსწავლეებს ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო-ახალგაზრდობის განყოფილების უფროსი, თინა ცენტერაძე, მიესალმა, გაკვეთილს კი მთავარი ბიბლიოთეკარი, ნანა კვაჭაძე გაუძღვა, რომელმაც ბოტანიკოსის, მეცნიერის, მწერლისა და პედაგოგის ბავშვობისა და სტუდენტობის წლებზე, ასევე, მის საზოგადოებრივ საქმიანობაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა კეცხოველის მოღვაწეობის პერიოდზე, როგორც საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის პოზიციებზე. აღნიშნა, რომ თავის დროზე ძალიან ბევრ შეჭირვებულ სტუდენტს გაუმართა ხელი, შემდგომში, კი მათი ნიჭი და პროფესიონალიზმი ქვეყნის წინსვლას მნიშვნელოვნად წაადგა.

ნიკო კეცხოველის პიროვნების უკეთ წარმოჩენის მიზნით, ნანა კვაჭაძემ მოსწავლეებს რეჟისორ შალვა ჩაგუნავას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენა. 

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, სადაც მოსწავლეებმა ნიკო კეცხოველის მოღვაწეობის შესახებ შეკითხვები დასვეს. 

დისკუსიაში ჩაერთო პედაგოგი მარიზა თებიძე, რომელმაც აღნიშნა, რომ მსგავს შემეცნებით გაკვეთილებს სკოლაშიც ატარებენ, თუმცა სხვა საჯარო სივრცეში მსგავსი შეხვედრები მოზარდებისთვის ორმაგად საინტერესოა. 

მისი განმარტებით, ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის საბავშვო - ახალგაზრდობის განყოფილებასთან მე-14 საჯარო სკოლა სამომავლოდ აქტიურად ითანამშრომლებს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება