სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეული შეაჯამეს
06-03-2020
-
+


ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის საჯარო სკოლაში საბჭოთა ოკუპაციისადმი მიძღვნილი კვირეული შეაჯამეს.

ისტორიის პედაგოგის, მაია გულიაშვილისა და ქართული ენის მასწავლებლის, მონიკა ჭანტურიას ინიცირებით, საგნებსშორისი ინტეგრაციის ფარგლებში სკოლას მწერალი და  რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი ეწვია. ავტორი, რომელმა საინტერესო სიმძაფრით აღწერილი საბჭოეთის ეპოქა ხელის გულზე გადაშალა წიგნში „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“-(ანუ ამბავი ჯალათი პაპაჩემისა, დედაჩემის მამა რომ იყო). წიგნის განხილვა უფროსკლასელების ჩართულობითა და კითხვების დასმის რეჟიმში წარიმართა. აქტუალურ თემაზე ერთმანეთს ცვლიდნენ როგორც მწერალი, ისე მისი ვაჟი გიორგი სოლომონაშვილი.

„როგორ იქცევა ადამიანი ჯალათად? ვინ არის ის, მსხვერპლი, თუ მოძალადე?! _ რამდენჯერმე დაისვა ეს კითხვები....ჩვენც ხომ იმ ეპოქის შვილების შთამომავლები ვართ?...“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

 „დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მივხვდი აქ, რომ ტყუილად არ დამიწერია ეს წიგნი. ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ახალგაზრდა როგორ მიიღებს ამ წიგნს და უზომოდ მახარებს, რომ თქვენმა მოსწავლეებმა გამოიჩინეს ინტერესი, წაიკითხეს ტექსტი და დღეს შესაძლებლობა მაქვს ნოდარ დუმბაძის ფონდის დახმარებით დღეს თქვენთან ვიყო. ქალბატონმა ქეთი დუმბაძემ გამომატანა წიგნები, რომელსაც საჩუქრად გადმოგცემთ. ასევე გიტოვებთ ორ ფილმს, რომლის ჩვენებასაც ალბათ მალე გამართავთ...

ჩვენმა თაობამ შეძლო ის, რომ თქვენ ახალგაზრდებს მოგიტანათ ცუდი ქვეყანა, თუმცა ათასი მონდომებით მაინც დავიხსენით და მოვედით დღემდე. თავისუფლება მთავარი ფასეულობაა, რაც თქვენ უნდა დაიბრუნოთ, სწორედ!“,-აღნიშნა ბესო სოლომანაშვილმა.

შეხვედრის დასასრულს საინტერესოდ მოსაუბრე სტუმრებს ავტოგრაფებითა და სამახსოვრო ფოტოებით დაემშვიდობნენ.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება