ქვახვრელის საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა
05-03-2020
დაკოპირებულია
-
+
გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელის საჯარო სკოლაში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
სკოლის თითოეული კლას–კაბინეტი, დერეფნები და სველი წერტილები სპეციალური ხსნარით დამუშავდა.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხულო არდადეგები გახანგრძლივდა და 2-დან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.