სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

უნდა უყვარდეს თუ არა პედაგოგს მოსწავლე - „ბავშვის სიყვარული არ არის ჩემი პროფესიული ვალდებულება“
15-10-2020
-
+


ყველა მშობელს უნდა, რომ მისი შვილი ისეთ გარემოში სწავლობდეს, სადაც იგი ეყვარებათ. თუმცა რამდენად არის ბავშვის სიყვარული მასწავლებლის პროფესიული ვალდებულება და აუცილებელია თუ არა მოსწავლის სიყვარული იმისთვის, რომ კარგი მასწავლებელი გერქვას. სინამდვილეში, ბავშვის სიყვარული პროფესიული ვალდებულება ნამდვილად არ არის და მნიშვნელოვანი სულ სხვა რამაა:

მთავარია, რომ მოსწავლე მასწავლებლისგან სწავლობდეს

საგანმანათლებლო დაწესებულების მიზანი სწორედ ისაა, რომ ბავშვები იქ განათლებას იღებდნენ. ცხადია, მოსიყვარულე გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელს ყველა ბავშვი უნდა უყვარდეს, მთავარია, ის რომელიმე მოსწავლის მიმართ მიკერძოებული არ იყოს.

ჩვენ ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ შეფასებები და გრძნობები

2-იანი შემაჯამებელ დავალებაში ნიშნავს, რომ მოსწავლემ არ იცის სასწავლო მასალა. რა შუაშია აქ სიყვარული? თუკი ვიღაც გვიყვარს, ეს ნიშნავს, რომ მან გაკვეთილი იცის?

მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლის წარმატება აინტერესებს

ნამდვილად ბედნიერებაა ისეთი მასწავლებლები, რომელთაც მოსწავლის წარმატება საკუთარივით ახარებთ. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ის ამისთვის ყველაფერს აკეთებდეს და მნიშვნელობა არ აქვს, ამას სიყვარულის გამო აკეთებს თუ საქმისადმი პასუხისმგებლობის გამო.

სიყვარული არ არის ვალდებულება

მასწავლებლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მათ უყვართ და სძულთ ისე, როგორც ნებისმიერ ადამიანს და სიყვარული ვერ იქნება ვერც მათი ვალდებულება.

სიყვარული არ არის აუცილებელი, მთავარია პატივისცემა

მთავარია მასწავლებელი ყველა მოსწავლეს პატივისცემით ეპყრობოდეს და მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობის სტანდარტებს იცავდეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება

საჯარო სკოლებში დასაქმებულ 70 ათასზე მეტ პირს ხელფასი გაეზრდება - ფინანსთა მინისტრი 

საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში

განაცხადების წარდგენა მერიაში დღეიდან დაიწყო 

 

რომელი საგნის გამოცდაჩაბარებულ, მოქმედ პედაგოგებს უნდა ჰქონდეთ სკოლაში მუშაობის სამწლიანი გამოცდილება - კანდიდატთა შესარჩევი კრიტერიუმები ცნობილია

პიროვნება
სკოლები

„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება