სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბათუმის N20 საჯარო სკოლაში, საჩვენებელი გაკვეთილების კვირეულის ფარგლებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში საინტერესო გაკვეთილები ჩატარდა
03-03-2020
-
+


ბათუმის N20 საჯარო სკოლაში 2019-2020 სასწავლო წლის მეორე სემესტრში, თებერვალში, დაწყებითი კლასების მასტერ-კლასების, სამოდელო და პროექტ-გაკვეთილების კვირეული დაიწყო. 

კვირეულის ფარგლებში, დაწყებით კლასებში არაერთი საინტერესო საჩვენებელი გაკვეთილი ჩატარდა.

მათ შორის ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამოდელო გაკვეთილები ჩაატარეს პედაგოგებმა მაია მეგრელიძემ და  გიული თავბერიძემ.  მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი საინტერესო და სახალისო აქტივობებით და სასწავლო რესურსით გაამრავალფეროვნეს.

მე-4ა კლასის უფროსმა მასწავლებელმა, მაია მეგრელიძემ ქართულ ენასა და ლიტერატურაში სამოდელო გაკვეთილი 27 თებერვალს ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა იყო - „უკან მიდევნებული ლამპარი“, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკის მიხედვით.

გაკვეთილის მიზანი:

  • ტექსტის გააზრება და ნაწარმოებში მოცემული დედააზრის ამოცნობა;
  • მსჯელობა ნაწარმოებში ასახულ ამბებსა და პერსონაჟებზე;
  • ტექსტიდან არსებითი სახელებისა და ზმნების ამოკრება და მათი გამოყენებით წინადადადების შედგენა.
მე-4ბ კლასის მასწავლებელმა, გიული თავბერიძემ კი, დაწყებით კლასებში გამოცხადებული საჩვენებელი გაკვეთილების კვირეულის ფარგლებში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, სამოდელო გაკვეთილი 26 თებერვალს  ჩაატარა.

გაკვეთილის თემა იყო -  „ჭკვიანი ყვავი“ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით.

გაკვეთილის მიზანი:

  • ტექსტის გაგება-გააზრება;
  • საკუთარი აზრის გამოხატვის უნარის გამომუშავება
  • ლექსიკაზე მუშაობა;
  • შემოქმედებით-თანამშრომლობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება.
მოსწავლეები სასწავლო პროცესში ინტერესით ჩაებნენ, იაქტიურეს და საგანში ცოდნა გაიღრმავეს.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება