სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

გამარჯვების ასრულებული სურვილი - რუსთავის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
28-02-2020
-
+


27 თებერვალს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“, გამორჩეული ახალგაზრდების მონაწილეობით, რუსთავის N5 საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ღონისძიებას ქალაქ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მუნიციპალიტეტისა და საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.

2018-2019 სასწავლო წლის „რუსთავის ეტალონი მოსწავლე“ ლუკა ტალახაძე ახალი სეზონის მონაწილეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს:

„ეტალონი“ არის გრანდიოზული პროექტი, რომელიც მოსწავლის განვითარებას და საზოგადოებაში თავის დამკვიდრებას უწყობს ხელს. შარშან ფინალში მონაწილეობა ძალიან დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს „ეტალონი მოსწავლე“ ვერ გავხდი, ამაყი ვარ, რომ რუსთავის „ეტალონი მოსწავლე“ ვარ. თუ მომეცა შესაძლებლობა შემდეგ წლებშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. ყველა მოსწავლეს მინდა ვუთხრა, რომ ჩაერთონ პროექტში და მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები, უფრო მეტი ისწავლონ, რათა განვითარდნენ და უფრო დიდი ადამიანები გახდნენ“.

„რუსთავის ეტალონი მოსწავლე“ მარი გოგრიჭიანისთვის „ეტალონში“ გამარჯვება ასრულებულ სურვილად იქცა:

„გამარჯვებას დიდი ხანია ველოდი, წინა წლებშიც ვიღებდი მონაწილეობას „ეტალონში“, თუმცა შარშან მეორე ადგილზე გავედი. დღეს ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ პროექტის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. ფინალში აუცილებლად ვეცდები ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოვაჩინო.“

მეორე ადგილოსანი ელენე ხელაძე მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის გამოსაცდელად „ეტალონში“ მონაწილეობისკენ მოუწოდებს:

„ძალიან გამიხარდა ჩემი სახელი და გვარის გაგონება. შემდეგ წელს მე-12 კლასში გადავდივარ, ამიტომ მონაწილეობას ვეღარ მივიღებ, თუმცა პროექტს მუდმივად თვალს ვადევნებ. მინდა მოვუწოდო ყველა ბავშვს, რომ აუცილებლად ჩაერთნონ „ეტალონში“ და გამოსცადონ თავიანთი ცოდნა“.


რუსთავის N17 საჯარო სკოლის დირექტორი ნელი ლიქოკელი etaloni.ge-ს, izrune.ge-სა და პროექტ „ეტალონის“ მნიშვნელოვნებაზე ამახვილებს ყურადღებას:

„ელენე ხელაძე ჩვენი სკოლის მე-11 კლასის უნიჭიერესი, მონდომებული, პასუხისმგებლიანი მოსწავლეა. ძალიან მიხარია, რომ „ეტალონი“ ბავშვებს შესაძლებლობას აძლევს, გამოავლინონ თავიანთი ცოდნა. დღეს ელენემ თავისი წარმატებით ძალიან გამახარა. მადლობას ვუხდი ბატონ გოჩას და მთელს გუნდს ასეთი კარგი პროექტისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა აქტიურად აქვეყნებს სიახლეებს etaloni.ge-ზე და ჩართულნი ვართ izrune.ge-ში. ორივე საიტი ძალიან საინტერესოა და რაც მთავარია საჭირო, როგორც სკოლისთვის, ასევე მშობლისა და მოსწავლისთვის. მოუთმენლად ველით დაგეგმილ სიახლეებს. გამარჯვებულს წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ, როგორც ფინალში, ასევე ცხოვრებაში“.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა კიდევ ერთი საგნის გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა

ინგლისურისა და სხვა უცხოური ენების გამოცდებზე გამოყენებული ტესტები ცნობილია - NAEC

გამოუცხადებლობის 18 პროცენტი და 1 დაგვიანება მასწავლებელთა გამოცდებზე - დილის სესიის სტატისტიკა

ჩვენება უკვე მისცა, მაგალითად, ბრალდებულის ბებიამ, რომელსაც უთქვამს, რომ მისი შვილიშვილი თავდასხმის დროს სცემეს

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და ნათელი მომაავლი უსურვა

საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ პაოლო იაშვილისა და „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებით მემკვიდრეობას

გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლამ მე-12 კლასელები დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე საზეიმო ღონისძიებით გააცილა

საინტერესო
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება