სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თხინვალის საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა ხურციძე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მეორე ტურში გადავიდა
24-02-2020
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, თხინვალის საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა.

მოსწავლეები შესარჩევი ტურის ტესტირებაში ინტერესით ჩაერთვნენ.

მეორე ტურში მეათე კლასის მოსწავლე, ნიკა ხურციძე, გადავიდა.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო მეორე ტურში მონაწილეობის მიღება. ორი წელია, რაც ამ პროექტში ვმონაწილეობ. მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელს და ორგანიზატორებს, რომლებმაც დიდი შრომის შედეგად პროექტი გახადეს ასეთი წარმატებული და ამავდროულად საინტერესო ყველა ასაკის ადამიანებისათვის. იმედი მაქვს, მომავალ წელს მივაღწევ უკეთეს წარმატებას, თუმცა ამ ეტაპზედაც ვთვლი, რომ წარმატებული ვარ“, - ამბობს ნიკა ხურციძე.

„წლებია თვალს ვადევნებ ჭეშმარიტად ეროვნულ პროექტს, „ეტალონს“. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის შემოქმედებით ჯგუფს გაწეული სამუშაოსათვის, რაც ნამდვილად დიდ შრომასა და ენერგიას მოითხოვს. ვარ „ეტალონის“ პედაგოგი და ვცდილობ, დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდო დაკისრებულ მოვალეობას. მჯერა რომ ჩემი მოსწავლეები შემდეგ წლებშიც მაქსიმალურად გამოავლენენ თავიანთ შესაძლებლობებს. თუმცა ვფიქრობ რომ „ეტალონში“მონაწილეობა პირველ ტურშიდაც წარმატებაა“, - წერს პედაგოგი მარინა ყიფშიძე.

მიმდინარე წელს „ეტალონი“ საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქს ესტუმრება.​

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს: პირველი ეტაპზე სკოლებში იმართება შესარჩევი ტესტირებები, მეორე ეტაპი - ადგილზე, მუნიციპალიტეტსა თუ თვითმმართველ ქალაქში „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდის სტუმრობასა და ღონისძიების ჩატარებას გულისხმობს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება