სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კომპანია - „მარგალი-ტები“ დააარსეს
24-02-2020
-
+


ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა პირველად სკოლის მრავალწლიანი არსებობის ისტორიაში მოსწავლეთა კომპანია - „მარგალი - ტები“ დააარსეს!

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე სასწავლო წელს, მე-11 კლასში, მოსწავლეებმა არჩევით საგნად
„მეწარმეობის საფუძვლები“ შეარჩიეს, რომელსაც ხელმძღვანელობენ პედაგოგები - შორენა ბუკია (გაკვეთილების სახით) და კობა კვიკვინია (საკლუბო მუშაობის ფარგლებში).

„ქართულ სკოლებში მეწარმეობის უნარების დანერგვას ხელს უწყობს ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“, რომელიც თანამშრომლობს ესტონურ მხარესთან, ახორციელებს პედაგოგთა გადამზადებას და კონკურსის წესით შერჩეულ პედაგოგთათვის გამოცდილების გაზიარების მიზნით ესტონეთში გამგზავრებას უზრუნველყოფს.

აღნიშნული კონკურსის ფარგლებში შარშან საქართველოს რვა საჯარო და კერძო სკოლის პედაგოგი შეირჩა, მათ შორის ჩვენი სკოლის პედაგოგი კობა კვიკვინია, რომელსაც საშუალება მიეცა ენახა, თუ რამდენად საინტერესოდ ეუფლებიან ესტონელი მოსწავლეები ამ საგანს და როგორ ახორციელებენ პრაქტიკაში თავიანთი ბიზნეს-უნარების რეალიზებას. ბატონ კობას საშუალება ჰქონდა დასწრებოდა ესტონეთის მოსწავლეთა კომპანიების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას.
მიმდინარე სასწავლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეები უკვე გაეცნენ მეწარმეობის საფუძვლების თეორიულ ნაწილს და დადგა დრო პრაქტიკული საქმიანობისა.
მოსწავლეებმა იდეები განიხილეს, შეარჩიეს მათ შორის საუკეთესო, შეადგინეს ფინანსური გეგმა, შეიმუშავეს მოქმედების სტრატეგია, გაითვალისწინეს მარკეტინგული ნიუანსები, დაგეგმეს წარმატება!

არჩევანი გაკეთდა მაისურების გამოშვებაზე, რომელზეც დატანილი იქნება მეგრული გამონათქვამები, იუმორის შემცველი სიტყვები, მივიწყებული მეგრული სიტყვები, შესაბამისი ილუსტრაციებით“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

მოსწავლეთა კომპანიის - ,,მარგალი - ტები“ დამაარსებლები არიან: ანი ბერაია, ნინი ფილიპია, მარიამ გაბისონია, ანდრო გაბისონია, ბუბა ბერაია, მეგი წოწერია, ქრისტინე პერტია, ეკა ბოლქვაძე, ნიკა ხიმშიაშვილი, ნინო არახამია, ელა ლომაია, ალდა თოლორდავა და ნიკა ქულანავა.

სკოლამ უკვე მიიღო დამადასტურებელი მოწმობა იმისა, რომ ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა კომპანია „მარგალი-ტები” არის საგანმანათლებლო მიზნებისათვის შექმნილი სიმულაციური ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს ერთჯერად საქმიანობას მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში 2020 წლის 22 თებერვლიდან 2020 წლის 22 მაისის ჩათვლით.

„მარგალი-ტებს“ წარმატებები გვინდა ვუსურვოთ!“,- დასძენს სკოლის წარმომადგენელი. 

იხილეთ ფოტო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება