სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ვიდეო-კონფერენცია ჩაატარეს
24-02-2020
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჩხორიისა (მასწავლებელი ინგა სამუშია) და ქუთაისის N24 (მასწავლებელი ეკატერინე ნაროუშვილი) საჯარო სკოლების მეხუთეკლასელებს შორის ვიდეო-კონფერენცია ჩატარდა.  

 ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უმასპინძლეს თანატოლებს და ჩაატარეს ვიდეო-კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა“.

კონფერენცია გალაკტიონ ტაბიძის ლექსით „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“ გახსნა თამარ როგავამ. ძალიან საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს და წარმოადგინეს მეხუთეკლასელებმა. კონფერენცია დაიხურა სიმღერით აფხაზეთზე, რომელსაც ორივე სკოლის მოსწავლეები ერთად მღეროდნენ.

„აღსანიშნავია, რომ ქუთაისელმა მოსწავლეებმა გაგვაოცეს, მათ აფხაზეთის მტკივნეული თემა დააგვირგვინეს „ვეფხისტყაოსნის“ სტროფებით... ისმოდა ხოტბა მეგობრობასა და ერთგულებაზე, სამშობლოს სიყვარულსა და თავდადებაზე და ამ სტროფებს ბოლო არ უჩანდა...

მივიღეთ გამოწვევა - ჩვენც ვისწავლოთ სტროფები გენიალური„ვეფხისტყაოსნიდან“ და შევეჯიბროთ ერთმანეთს „ვინ უფრო მეტი სტროფი იცის „ვეფხისტყაოსნიდან?!“

ორივე სკოლის მოსწავლეებმა სამშობლოს ღირებულებებისადმი საკუთარი დამოკიდებულება გამოხატეს. შეძლეს ტექნოლოგიების გამოყენებით კომუნიკაცია მეგობრებთან, გამოავლინეს შემოქმედებითი და ინტელექტუალური უნარებ-ჩვევები და საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების დემონსტრირება... იმედია, პროექტი კიდევ მრავალ საინტერესო წუთს აჩუქებს  მოსწავლეებს.... თანამშრომლობისთვის, მადლობა,  ქალბატონ ეკატერინეს და მის მოსწავლეებს!!!“-აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება